Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რესტორნების გიდი ბავშვებისთვის

12 წლის დევიდ პაინსმა (David Pines) ნიუ-იორკიდან შეადგინა მსოფლიოში პირველი, ნიუ-იორკის საბავშვო კაფეების გზამკვლევი. დევიდის აზრით, აქამდე გამოცემული გზამკვლევები მხოლოდ უფროსებისთვის იყო განკუთვნილი და მათში ყურადღებას “უცნაურ რამეებს” აქცევდნენ: ინტერიერის დიზაინს, ჭურჭელს, განათებას, მიმტანების ზრდილობას და ა.შ. ბავშვებისთვის კი ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, ამიტომაც დევიდის გზამკვლევში - A Kid's Guide to the Best Things to Eat and Drink in New York City - ნიუ-იორკის ყველაზე გემრიელი და საინტერესო კერძები მოხვდა. წიგნში აღწერილია ნიუიორკული სამზარეულოს 100 ტიპური კერძი და მითითებულია ისიც, თუ სად შეიძლება მათი გასინჯვა. როგორც აღმოჩნდა, თვითონ ავტორის საყვარელი რესტორანი არის Chinatown Brasserie. დევიდ პაინსი აქტიურად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ გზამკვლევის შედგენაში  მას მშობლები ეხმარებოდნენ. მისი თქმით, მშობლებს ის მხოლოდ კაფეებსა და რესტორნებში დაჰყავდათ და ახალი კერძების დაგემოვნებაში უწყობდნენ ხელს.

© ღვინის კლუბი/Weekend



აბა თქვენ იცით ქართველო ბავშვებო, აიღეთ დევიდისაგან მაგალითი და თქვენც შეადგინეთ თბილისური "საბავშვო რესტორნების გზამკვლევი". ისე თუ გზამკვლევი მხოლოდ ბავშვებისათვის არ იქნება და უფროსების გემო/მადასაც გაითვალისწინებთ ნამეტანს დაგვავალებთ ბიძიკოებო.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.