Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კვერცხი მდოგვისა და ბარდის სოუსში

საჭირო მასალა: 80 გ სტაფილო, 80 გ ნიახური თავისი ფესვით, 80 გ პრასა, 600 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 100 გ ოსპი, 8 ცალი კვერცხი, 150 გ არაჟანი, 4-5 ს.კ. საშუალო სიცხარის მდოგვი, 1 მწიკვი შაქარი, 1 ს.კ. ფქვილი, მარილი, წიწაკა – გემვნებით.

მომზადება: სტაფილო, ნიახური და პრასა წვრილად დავჭრათ. ეს ყველაფერი ჩავყაროთ 400 მლ ბოსტნეულის ბულიონში, დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. ცალკე მოვხარშოთ ოსპი, გადავწუროთ, დავუმატოთ მოხარშული ბოსტნეული და ერთად წამოვადუღოთ. ბოსტნეული კარგად უნდა მოიხარშოს. ამასობაში მოვხარშოთ კვერცხი, გავაციოთ და გავაცალოთ ნაჭუჭი. თითოეული კვერცხი გავჭრათ ორად. არაჟანი, 200 მლ ბოსტნეულის ბულიონი და მდოგვი ერთმანეთში კარგად ავურიოთ, ჩავასხათ სქელძირიან ჭურჭელში და დავდგათ ცეცხლზე. მასა 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ და თან ვურიოთ. მზა სოუსს დავუმატოთ მარილი, წიწაკა, შაქარი და ბოსტნეულის ნარევი. მოხარშული კვერცხის ნაჭრები ჩავაწყოთ სოუსში და ისე მივიტანოთ სუფრასთან. ამ კერძს გარნირად შეგვიძლია შევუხამოთ კარტოფილის პიურე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული