Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი სამხრეთ აფრიკაში

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოსავლის აღება დამთავრდა და როგორც მოსალოდნელი იყო, ის შარშანდელზე ბევრად ნაკლები აღმოჩნდა. ყურძნის არათანაბარმა დამწიფებამ და მცირემოსავლიანობამ მევენახეებს პრობლემები შეუქმნა. თუმცა, რიგ მეურნეობებში მოსავლის დანაკარგმა გადარჩენილი ყურძნის ხარისხზე დადებითად იმოქმედა. კაპის მევენახეთა გილდიის (Cape Winemakers Guild) წევრთა უმრავლესობის აზრით, გასული სეზონი შეიძლება დახასიათდეს ,,არა უხვი, არამედ ხარისხიანი მოსავლის” ნიშნით. მიუხედავად, ერთი შეხედვით, იდეალური პირობებისა, პრობლემებმა მაინც იჩინა თავი - ყურძნის არათანაბარ დამწიფებას წინ უძღოდა ძლიერი ქარები ვაზის ყვავილობის პერიოდში, რის დროსაც გილდიის წევრ მევენახეთა უმრავლესობამ ყურძნის 15%-დან 35%-მდე დაკარგა, ზოგიერთი მევენახის დანაკარგმა კი 50-60%-საც მიაღწია. აგრილებამ დროულად მოუსწრო მევენახეებს – მომხმარებელი ცოტა გადაღალა კიდეც მძიმე, მაგარმა ღვინომ და მალე სამხრეთაფრიკელი მეღვინეები მათ მსუბუქ, დაბალანსებულ სასმელს შესთავაზებენ.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter