Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი იტალიაში

იტალიელი ენოლოგები და ღვინით მოვაჭრენი თვლიან, რომ წლევანდელი რთველი წარმატებული იქნება. ისინი იმედოვნებენ, რომ ცხელი ზაფხულის მიუხედავად, მაღალი ხარისხის ყურძენს მიიღებენ, თუ, რა თქმა უნდა, სექტემბრის ამინდებმა რაიმე მოულოდნელი სიურპრიზი არ მოუწყო მევენახეებს.
,,პრაქტიკულად, მეღვინეობის ყველა რეგიონში სიტუაცია იდენტურია. რა თქმა უნდა, მოსავალი ზოგან უკეთესია, ზოგან კი შედარებით უარესი, მაგრამ საერთო ჯამში, უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მაღალი ხარისხის მოსავალს ველით. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ წინ გვაქვს სექტემბერი და წინასწარ წარმატებულ რთველზე საუბარი ცოტა ნაადრევია, მაგრამ იმედია, მზიანი ამინდები, ზომიერი ტემპერატურა იქნება და შედეგად არომატულ თეთრ ღვინოსა და კარგად ჩამოყალიბებულ წითელ ღვინოს მივიღებთ” - განაცხადა იტალიელ ენოლოგთა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მარტელიმ (Giuseppe Martelli). შეგახსენებთ, რომ გასულ წელს იტალია გახდა მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა - მან ღვინის წარმოების წლიური მოცულობის მიხედვით საფრანგეთიც კი ჩამოიტოვა უკან.
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული