Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ნიუ იორკის RAW Wine–ზე

ქვევრის ღვინის ქართველი მწარმოებელები აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში ,,RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მონაწილეობენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოფენაში ღვინის ათი მარანია წარმოდგენილი საქართველოდან. ქართველი მეღვინეების განცხადებით, გამოფენა წარმატებით მიმდინარეობს და ქართული ღვინის მიმართ დიდია ინტერესი როგორც პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და  ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს ქვეყანა წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით ექსპორტირებულია ნახევარ მილიონზე მეტი  ბოთლი  ღვინო, რაც 60%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.  
გამოფენა ,,RAW Wine”  ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება აქვთ ასევე გაეცნონ ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებს,  მის კულტურასა და ისტორიას. 
ნიუ-იორკის გამოფენის მონაწილე კომპანიები, 3-4 ნოემბერს ასევე მონაწილეობას მიირებენ ქალაქ ლოს-ანჯელესში, ამავე ფორმატის გამოფენაზე ,,RAW Wine LA”.

ღვინის ეროვნული სააგენტო 

PHOTO © rawwine.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული