მეცნიერებმა და მეღვინეებმა ლონდონში ერთი საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელზეც ღვინის გემოზე მუსიკის და განათების ზეგავლენას აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტში მონაწილეობა დაახლოებით 3000-მა ადამიანმა მიიღო. მეცნიერებმა დაასკვნებს, რომ ე.წ. ტკბილი და მჟავე მუსიკა, აგრეთვე წითელი და მწვანე განათება რადიკალურად ცვლის ღვინის გემოს აღქმას. ღვინის გემოს გაძლიერებულად შეგრძნებისთვის იდეალური კომბინაციაა ,,ტკბილი" მუსიკისა და წითელი განათების თანხვედრა. ასეთ სიტუაციაში ღვინისგან მიღებული სიამოვნება 9%-ით მატულობს. ,,მჟავე" მუსიკისა და მწვანე განათების შემთხვევაში ყველაზე იდეალური ღვინოც კი უგემური მოგეჩვენებთ და თქვენი სიამოვნების მაჩვენებელი 14%-ით დაეცემა. ,,ტკბილი" მუსიკის ნიმუშად გამოყენებულ იქნა ფრანგი კომპოზიტორის - ერიკ სატის საფორტეპიანო ნაწარმოები Trois Gymnopédies, ხოლო ,,მჟავე" მუსიკის ნიმუშად - ინგლისელი კომპოზიტორის - ბრაიან ფერნიჰოუს Superscriptio. რაც შეეხება განათებას, წითელი ფერის შემთხვევაში ძლიერდებოდა ღვინოში ხილის ნოტების აღქმა, ხოლო მწვანე ფერის შემთხვევაში კი სასმლის სიხალასეს ესმებოდა ხაზი. ამ ექსპერიმენტის შედეგებით სარგებლობას არა მარტო ღვინის მომხმარებლები, არამედ რესტორნების მფლობელებიც შეძლებენ. სასმელში ხილის ნოტების გაძლიერებულად აღქმისთვის შეიძლება უბრალოდ წითელი სუფრა გადავაფაროთ მაგიდებს ან ღვინო წითელი ბოკლებით შევთავაზოთ სტუმარს, ხოლო თუ ღვინის სიხალასეს გვინდა გავუსვათ ხაზი, მაშინ წვანე სუფრაზე უნდა გავაკეთოთ არჩევანი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი