Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა ხარებამ Radisson Blu-ში ოფიციალური მიღება გამართა

27 ივნისს სასტუმროში Radisson Blu მეღვინეობა ხარებამ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად საკუთარი საქმიანობისა და საერთაშორისო წარმატებების შემაჯამებელი ოფიციალური მიღება გამართა.  

ღონისძიება გახსნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა, რომელმაც ისაუბრა კომპანიის საერთაშორისო წარმატების მნიშვნელობაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის საქმეში. 

სულ ახლახანს, კომპანიის პრემიუმ კატეგორიის ღვინომ - შატო ლიპარტიანი - ბორდოში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან კონკურსში Les Citadelles Du Vin უმაღლესი სპეციალური ჯილდო, კერძოდ, ოქროს თასი (Gold Trophy) მოიპოვა. 2012 წლის საფერავმა (საფერავი კლასიკური, წითელი მშრალი) - ოქროს მედალი, ხოლო 2008 და 2014 წლების კრახუნამ (თეთრი მშრალი) - ვერცხლის მედლები მიიღო. „შატო ლიპარტიანმა“, აღნიშნული კონკურსის გარდა, ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თუ ლოკალური ჯილდო მოიპოვა, მათ შორის, DWWA-ს (Decanter World Wine Award) ვერცხლის მედალი. 

სულ კომპანიას საერთაშორისო და ლოკალურ კონკურსებში მიღებული აქვს 47 ოქროს, 26 - ვერცხლისა და 20 ბრინჯაოს მედალი.

მეღვინეობა ხარებას მთავარმა მეღვინემ, ვლადიმერ კუბლაშვილმა აუდიტორიას გააცნო კომპანიის პროდუქტები - ღვინო, ჭაჭა, წიპწის ზეთი, თაფლი და სხვ. მანვე ისაუბრა კომპანიის ვენახების ბაზაზე, მის საკუთრებაში არსებულ მარნებსა და ბრენდულ სარეალიზაციო ობიექტებზე. 

„გმადლობთ, რომ თქვენი ქვევრის ღვინო არის სუფთა. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, სწორედ, ეს სიტყვა უნდა ვთქვა“ - საკუთარი გამოსვლა ამ სიტყვებით დაიწყო ღვინის მაგისტრმა აშშ-დან, ლიზა გრანიკმა, რომელიც კომპანიამ საქართველოში სპეციალურად, ამ დღისთვის მოიწვია. 

აუდიტორიას, აგრეთვე, სიტყვით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა, რომელმაც ისაუბრა სახელმწიფოს სტრატეგიებზე მეღვინეობის სფეროში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მთავარი სტრატეგია აღარ არის ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, არამედ, სახელმწიფოს მიზანია დარგის განვითარება და მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი  

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.