გამოქვეყნებულია: 19 ოქტომბერი, 2011 - 00:03
საჭირო მასალა: 125 გ დარბილებული კარაქი, 0,5 ჭიქა შაქარი, 1 ცალი კვერცხი, ვანილი – დანის წვერით, 1 1/3 ჭიქა ფქვილი, 0,5 შეკვრა გამაფხვიერებელი ფხვნილი, მარილი – დანის წვერით, 75 გ ტკბილი სტაფილო.
მომზადება: შაქარი და კარაქი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ვანილი, მარილი, წვრილად გახეხილი სტაფილო და ფქვილთან ერთად არეული გამაფხვიერებელი ფხვნილი. ცომი მოვზილოთ, გავაკეთოთ ბატარა ბურთულები და ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ თუნუქის ფურცელზე დავაწყოთ. გამოვაცხოთ საშUალოდ გახურებულ ღუმელში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი