Home
ქართული | English
მაისი 2013
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი, ჯაყელები, 2009

ქართველი მომხმარებელი მიეჩვია ჯაყელების ხაშმურ საფერავს. ეს უკვე მესამე თუ მეოთხე ვინტაჟია, რომელიც ჯაყელებმა შესთავაზეს ღვინის მოყვარულებს. შინდისფერი ღვინოა, ძლიერი პირველი სურნელებით, სადაც დაჭყლეტილი ალუბალი, ტყემლის მურაბა და მცირედი მცენარეული ტონები მოჩანს, მაგალითად, დაფნა. საკმაოდ მაღალმჟავიანი ღვინოა, ძლიერი ტანინებით, ძალიან გემრიელი და სხეულიანი. კარგი მისაყოლებელი იქნება ჩახრაკულ გულ-ღვიძლთან, ასევე ლორთან და ნედლ ძეხვეულთან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



გემრიელი სიტყვაა ეს 'გემრიელი'. დაიცა გახსნილდეს...
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.