Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Decanter World Wine Award 2015. ქართული ღვინოების დიდი წარმატება

DWWA (Decanter World Wine Award) 2015-ზე ქართული ღვინის კომპანიებმა - ალავერდის მონასტერი, ბაგრატიონი, Chateau Mukhrani, მეღვინეობა ხარება, შუხმან ვაინს ჯორჯია, შუმი, თამადა, თბილვინო, თელიანი ველი - 4 ვერცხლი და 16 ბრინჯაო მოიპოვა, 8 ღვინომ კი - ჟიურის მოწონება დაიმსახურა.

20 ჯილდო - მართლაც მნიშვნელოვანი წარმატებაა მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან კონკურსში საქართველოს, როგორც განვითარებადი სახელმწიფოს, მეღვინეობისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ჯილდოების საკმაოდ შთამბეჭდავი რაოდენობით საქართველო ლიდერულ პოზიციას იკავებს არამხოლოდ კავკასიის რეგიონსა (სომხეთი, აზერბაიჯანი) და სხვა მეზობელ ქვეყნებში (თურქეთი, რუსეთი), არამედ - აღმოსავლეთ ევროპის უმეტეს სახელმწიფოებს (მოლდავეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა) შორისაც.

საკონკურსო ჟიურის უცვლელი თავმჯდომარე იყო ცნობილი ენოლოგი, ღვინის მწერალთა წრის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, სტივენ სპურიე. წლევანდელი კონკურსი, ისევე, როგორც წინამორბედები, შთამბეჭდავ ციფრებში იყო გამოხატული. მონაწილეობას იღებდა 16 000 ღვინო, რომელსაც აფასებდა ჟიურის 240 წევრი 22 ქვეყნიდან (მათგან 85 MW, 23 – MS). 305 ღვინოს - ოქროს, 1944 მათგანს - ვერცხლის, 4810 -ს კი - ბრინჯაოს ჯილდო ხვდა წილად. ჯილდოების სიმრავლით, ტრადიციულად გამოირჩევა - ძველი სამყაროს ქვეყნებიდან: საფრანგეთი (58 ოქრო, 398 ვერცხლი), იტალია  (36 ოქრო, 340 - ვერცხლი), ესპანეთი (31 ოქრო, 179 ვერცხლი), ახალი სამყაროდან - ავსტრალია (40 ოქრო, 169 ვერცხლი), სამხრეთ აფრიკა (27 ოქრო, 189 ვერცხლი), ახალი ზელანდია (16 ოქრო, 84 ვერცხლი) და სხვები.

მართალია, ქართულმა ღვინომ ამჯერად, ოქროს მედალი ვერ მოიპოვა, თუმცა, შედეგები სამომავლოდ დიდ იმედებს იძლევა. საქართველომ უდაოდ დიდ წარმატებას მიაღწია, განსაკუთრებით, უშუალო მეზობელი ქვეყნების -  თურქეთი (2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო), სომხეთი (1 ვერცხლი, 3 - ბრინჯაო), რუსეთი (2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) - ფონზე. კონკურსში წარდგენილი იყო, უმეტესად, 2013 და 2014 წლების მოსავლის ღვინოები, რეგიონულად დომინირებდა კახეთი, რომელსაც მოსდევდა ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი და იმერეთი. ყველაზე მეტი ჯილდო დაიმსახურეს კომპანიებმა - შუხმან ვაინს ჯორჯია, თელიანი ველი.

გთავაზობთ დაჯილდოებული ღვინოების ჩამონათვალს. ღვინის უცხოელი მოყვარულებისგან განსხვავებით, რომელთაც „დეკანტერი“ სარეალიზაციო ობიექტების საკმაოდ შეზღუდულ სიას სთავაზობს, ეს დასახელებები ქართველი მომხმარებლებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომია.

ვერცხლის მედალი

ალავერდის მონასტერი - რქაწითელი 2013

ხარება - შატო ლიპარტიანი - 2012

შუხმან ვაინს ჯორჯია - ქინძმარაული 2014

თბილვინო - საფერავი 2013

ბრინჯაოს მედალი

ბაგრატიონი - reserve brut (ჩინური, გორული მწვანე, ციცქა) – 2013

Chateau Mukhrani - გორული მწვანე 2013

მეღვინეობა ხარება - მწვანე 2014

მეღვინეობა ხარება - ქინძმარაული 2013

შუხმან ვაინს ჯორჯია - ახაშენი 2014

შუხმან ვაინს ჯორჯია - მუკუზანი 2013

შუხმან ვაინს ჯორჯია - მწვანე 2014

შუხმან ვაინს ჯორჯია - საფერავი 2014

შუმი - გეორგიკა მუკუზანი 2013

შუმი - იბერიული (ქინძმარაული) 2013

თამადა - საფერავი 2013

თელიანი ველი - მუკუზანი 2013

თელიანი ველი - ქინძმარაული 2013

თელიანი ველი - გლეხური ქისი ქვევრი 2013

თელიანი ველი - ქისი მწვანე 2013

თელიანი ველი - ტვიში 2013

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული