Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრიზისი დაძლეულია

ჭარბმოსავლიანობის პრობლემა, რომელიც ავსტრალიელ ღვინის მწარმოებლებს ჰქონდათ, შეიძლება ითქვას, დაძლეულია – რამდენიმე მწარმოებელი გაკოტრდა, 2010 წლის ყურძნის მოსავალი კი საკმაოდ მოკრძალებულია. წელს ავსტრალიელმა მევენახეებმა 1,5 მილიონ ტონაზე ცოტა მეტი ყურძენი მოიწიეს, რაც 2009 წელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია. ამასთან, 2010 წლის მეორე კვარტალში გაყიდვებმა იმატა, რაც თეთრ ღვინოზე მზარდი მოთხოვნილებითაა განპირობებული. აპრილიდან ივნისამდე 50,5 მილიონი ლიტრი თეთრი ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 3,1%-ით მეტია. 2,9%-ით გაიზარდა ვარდისფერი და წითელი ღვინოების გაყიდვები და საერთო ჯამში 43,6 მილიონი ლიტრი შეადგინა. იმპორტის მოცულობა 3,6%-ით გაიზარდა, რაც ბრიტანეთის ბაზრის გამოცოცხლებას უკავშირდება, მაგრამ ავსტრალიელი მეღვინეები მარკეტინგულ გათვლებს მაინც მათი პროდუქციის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატანაზე აკეთებენ.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.