Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვალდორფის სალათა

საჭირო მასალა: 4 ს.კ. მაიონეზი, 2 ს.კ. ვაშლის წვენი, 1 ს.კ. თხელი თაფლი, 100 გ სქელი ნაღები, 500 გ ნიახურის ძირი, 2 ს.კ. ლიმონის წვენი, 3 ცალი მჟავე ვაშლი, 100 გ ნიგოზი, 1 ცალი ბროწეული, 200 გ სალათის ფოთლები, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: მაიონეზი, ვაშლის წვენი და თაფლი ავურიოთ. ნაღები ისე ავთქვიფოთ, რომ ძალიან არ გამაგრდეს. მაიონეზს შევურიოთ მარილი, პილპილი და ნაღები.

ნიახურის ძირი გავფცქვნათ და წვრილ ღერებად დავჭრათ. დავასხათ ლიმონის წვენი. ამავე ზომაზე დავჭრათ გულამოცლილი ვაშლები და ნიახურთან ერთად მომზადებულ სოუსს შევურიოთ. ასე გავაჩეროთ 1 საათი. ნიგოზი მოვხალოთ და მსხვილად დავჭრათ. გავარჩიოთ ბროწეული. სალათის ფოთლები გავრეცხოთ და შევაშროთ, შემდეგ ხელით დავაქუცმაცოთ. სალათის ყველა ინგრედიეტი ერთად ავურიოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.