Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურია-სამეგრელოს მევენახეობა-მეღვინეობის თავისებურებები

ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929

ადგილობრივი ჯიშის ყურძენი გვიან იკრიფებოდა, გამონაკლისს შეადგენდა მარტო სამაჭრე ჯიშები, რომლისგან მაჭარს აკეთებდენ და მაშინვე ხარჯავდნენ. ამ ჯიშების ყურძენი შეიძლებოდა დარჩენილიყო ხეზე უვნებლად დიდხანს, თითქმის თებერვლის გასვლამდე.

ნაცრის გაჩენამდე ყურძენს ღვინისთვის, თუ ის დანიშნული იყო გასაყიდად, ან საძველოდ, უფრო დიდხანს შესანახად, კრეფდნენ მაშინ, როცა ის გადამწიფებული იქნებოდა, სახელდობრ 15 დეკემბრიდან; მეღვინეობის ზოგიერთ სოფლებში ყურძენი ხეზე რჩებოდა შუა თებერვლამდე. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ყურძენი რაც გვიან იკრიფებოდა, მით მისგან დაყენებული ღვინო უმაღლესი თვისების გამოდიოდა. ამის მიხედვით ყველა ის ყურძნის ჯიშები, რომელნიც კარგ ღვინოს იძლეოდენ, როგორც ოჯალეში, საჯაოხური, ჩხავერი და სხვა, გვიან იკრიფებოდა, დეკემბერში და იანვარში.

მაღლარ ვენახის რთველი უნდა იქნეს უსათუოდ კარგ, მშრალ დარში, ვინაიდან სოველ ხეზე ასვლა, რომელზეც ვაზია აშვებული, მუშის სიცოცხლისათვის საშიშროებას წარმოადგენს. ამის გამო თუ ყურძნის კრეფის დროს წვიმა მოვიდა, რთველი შეჩერდება 2-3 დღით, სანამ ხეები არ გაშრება. ამ გარემოების და უმთავრესად ყურძნის კრეფის სიძნელის გამო, მაღლარის რთველი ადრე არ თავდება, როგორც დაბლარის; ის ჩვეულებრივ გრძელდება 2-6 კვირა და ხანკი მეტიც.

მაღლარის კრეფისთვის მუშას მართებს დიდი სიმარჯვე და ხეზე ასვლის უნარიანობა. ამიტომ ამ მუშაობისთვის გამოუსადეგარია მოხუცებული, ქალი და მცირეწლოვანი.

ადგილობრივი ჯიშის ყურძნის დიდი უპირატესობაა კიდევ იმაში, რომ ის იკრიფება გვიან, იმ დროს, როცა მოსახლეობას ყველა ჭირნახული მილაგებული აქვს და ამიტომ ბევრი მიცლილი დრო აქვს. სამწუხაროდ ადესის (იზაბელა) შესახებ ეს არ ითქმის, ის ძალიან ადრე შემოდის, სწორედ იმ დროს, როცა სიმინდი და ღომი მოწეულია და მათი მილაგების ალოა; ეს გარემოება კი ამ ადგილებისთვის მეტად უხერხულია.

ადესის მტევანს კინწი ძალიან ცხარი აქვს, დამწიფების შემდეგ ხეზე დიდხანს ვერ ჩერდება და სცვივა; საკმარისია მცირე ქარი, ან ღონიერი წვიმა, რომ ხეებს მტევნები დააყრევინოს და ამნაირად მთელი წლის ყურძნის მოსავალი დაიკარგოს.

ნაცრის გაჩენამდე ადგილობრივი ჯიშების მაღლარი დიდ მოსავალს იძლეოდა; ამბობენ, რომ ერთი მუშა ერთი დღის განმავლობაში ხშირად ვერ ასწრებდა ერთი ხის ყურძნის მთელად მოკრეფას და მეორე დღეს ათავებდა. ერთი მუშა დღეში კრეფდა 5-6 გოდორს (გოდორში 3-4 ფუთია).

გურია-სამეგრელოში ღვინოს აყენებენ როგორც თეთრს, ისე წითელს, პირველი კი ყოველთვის მეტობდა. თეთრ ღვინოს აკეთებდნენ, როგორც თეთრი, ისე წითელი და შავი ჯიშებიდან, მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში ტკბილს ჭაჭაზე არ აჩერებდენ, უცებ აცლიდენ და ყოველთვის უჭაჭოდ ადუღებდენ. ადესის ღვინოსაც ასე აყენებენ, ჭაჭაზე დადუღებული ადესა მუქი წითელი გამოდის.

ადესის ღვინო, როგორც არა-ერთხელ მქონდა მოხსენებული, ცუდი ღირსების გამოდის, რაღაც სამკურნალო წამლის სუნი და გემო დაჰყვება. ზოგიერთი მეურნის თქმულებით, ადესის ღვინო ჯანმრთელობისთვის მავნებელია, მაწყინარია: ტანზე ჰყრის, თვალების ტკივილს იწვევს და სხვა. ჩემ მახსოვრობაში ზოგიერთი მოხუცებული გურული და მეგრელი ამ ღვინოს არ სვამდა.

ზოგიერთი მეურნე, რომელსაც სხვა ჯიშის ვენახი აქვს, ადესის ტკბილს ადუღებს ამ ჩვენებურ ყურძნის ჭაჭაზე და ამ შემთხვევაში ადესის ღვინო კარგავს თავის განსაკუთრებულ გემოს და სუნს და კარგი თვისების გამოდის. მე თვითონ დამიყენებია ამნაირად ადესის ღვინო ჩემ საკუთარ მამულში და მშვენიერი შედეგები მიმიღია.

მოუსავლობის წლებში, როცა ადგილობრივი ჯიშები ნაცარმა გაანადგურა და ადესის ნარგავები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოღონიერებული, აყენებდენ ყურძნის-წყალს და სხვადასხვა ხეხილის ღვინოს. ყურძნის-წყალს აკეთებდენ ასე: ჭურში ჩაყრიდენ დაუწნეხელ ყურძენს, დაასხამდენ წყალს და მოუგლესდენ მიწით თავს (10-12 საწყავ წყალზე ერთი გოდორი ყურძენი). ორი სამი კვირის შემდეგ ყურძნის-წყალი მზად იყო სასმელად. ის არის ფუცხუნა, პირზე ეკიდება, ბურახს (კვასს) წააგავს, ფერით და ნაწილობრივ გემოთიც ღვინოს მიემზგავსება, დიდ ხანს არ ინახება.

ტყეების მახლობლად მდებარე სოფლებში ამზადებენ წყავის (Prunus Laurocerasus) და მოცვის (Vaccinium Arctostaphylos L.) ამ მცენარეების ნაყოფისაგან.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



გამარჯობათ,მაინტერესებს როგორ დავაყენო იზბელას ანუ ადესის ღვინო რომ სასარგებლო იყოს და არა მავნებელი? მართალია ის რომ იზაბელა გამოყობს ხის წებოს და ჭიანჭველის მჟავას?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული