Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინოები ღვინის კლუბში

მალხაზ ხარბედია

“ღვინის კლუბში” მორიგი საჯარო ჭაშნიკი გავმართეთ. საჯარო იმას ნიშნავს, რომ ჭაშნიკში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი ღვინის კლუბის წევრი. ამჯერად ინგოროყვას 2-ში, ახლადგახსნილმა “ღვინის ბარმა” ქვევრის კახური ღვინოების დეგუსტაციას უმასპინძლა, სადაც თითქმის ყველა ქვევრში დაყენებული ღვინო იყო წარმოდგენილი (ერთიორი ძვირიანი გამონაკლისის გარდა), რომელიც კი დღეს ბაზარზეა ხელმისაწვდომი.

ქვევრის ღვინის დეგუსტაციას ჩვენ ყოველწლიურად ვმართავთ ხოლმე. იყო დრო, როდესაც მაღაზიებში მხოლოდ ერთი ან ორი ნიმუშის მოძიება შეიძლებოდა, ახლა კი ისე იმატა ქვევრში დაყენებული ღვინოები რიცხვმა, რომ კლუბში გადავწყვიტეთ რამდენიმე ნაწილად დაგვეყო ამ ტიპის ღვინოები და ცალკე ჩაგვეტარებინა თეთრი ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია, ხოლო ცალკე საფერავების, ასევე ქართლური და დასავლეთ საქართველოს ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია. ამჯერად მხოლოდ თეთრი საღვინე ჯიშებიდან დაყენებული კახური ღვინოები შევარჩიეთ ჭაშნიკისთვის. წარმოდგენილი იყო 12 ნიმუში:  კომპანია ნაღდი ღვინის წარაფი, 2011, თელიანი ველის სამშვენისი, 2010, ხარებას ქვევრში დაყენებული ქისი და რქაწითელი, 2010, ალავერდის მარნის ბერების ღვინო, 2010, ელიზბარ თალაკვაძის წარაფი, 2009, ვაზი+–ს რქაწითელი 2009, დერგის რქაწითელი, 2009, თბილღვინოს ქვევრის ღვინო, 2010, ხოხბის ცრემლების მწვანე და ქისი 2010, და კომპანია ვინოტერას მწვანე, 2008.

ღვინის მწარმოებელი კომპანიის ვინაობა დაფარული იყო, ღვინოები გასასინჯად დეკანტერებით გამოდიოდა და მხოლოდ ვაზის ჯიში და მოსავლის წელი ცხადდებოდა. დეგუსტაციის ბოლოს დამსწრეთა შეფასებების მიხედვით დეგუსტაციის საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა. 20–ქულიანი სისტემით შეფასებულ ღვინოებს შორის საუკეთესო შედეგი ექვსმა ღვინომ აჩვენა – ვინოტერას მწვანემ, ხარებას ქისმა, თბილღვინოს ქვევრის ღვინომ, ვაზი+–მა, კომპანია დერგმა და ალავერდის მარნის ბერების ღვინომ.

დეგუსტაციაზე ქვევრის ღვინოების საკმაოდ ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი. 1. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ჯიშები – რქაწითელი, ქისი, მწვანე. 2. განსხვავებული ტექნოლოგიები – საქმე ისაა, რომ ზოგიერთი ღვინო ტრადიციულად, 5–6 თვის მანძილზე იყო დავარგებული ჭაჭა–კლერტზე, ზოგი იანვარში იყო მოხსნილი, სხვები უფრო ადრეც, იყო რამდენიმე მუხაში დავარგებული ნიმუშიც, შესაძლოა მუხის ე.წ. ჩიფსებიც გამოიყენეს ზოგიერთი ღვინის შემთხვევაში. 3. წარმოდგენილი იყო სრულიად განხვავებული მიკროზონების ქვევრის კახური ღვინოები – კარდენახი, ნაფარეული, ტიბაანი, არგოხი, მაღრაანი, ოჟიო და სხვ.

ჭაშნიკს პროფესიონალებიც ესწრებოდნენ და მოყვარულებიც და მისი მსვლელობისას ყველაზე მეტად ქვევრის კახურების ტიპურობაზე იყო საუბარი. ეს თემა ბატონმა თეიმურაზ ღლონტმა წამოსწია პირველი ნიმუშების გასინჯვისთანავე და მთელი დეგუსტაცის მანძილზე არ შენელებულა ამაზე კამათი. მწიფე კლერტი, ფიზიოლოგიური სიმწიფე, ღვინის ჭაჭა–კლერტზე 6 თვიანი დავარგება – ეს ის ძირითადი წინაპირობებია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქვევრის ტრადიციული კახურები. სწორედ ამ პირობების დარღვევის გამო, ზოგიერთმა მონაწილემ ბევრი ნიმუში დაიწუნა, სხვებმა კი პირიქით, სწორედ ნოვაციას და გაბედულებას მისცეს მაღალი შეფასება. მაგ. პირადად მე მუხა ზედმეტად მიმაჩნია ქვევრის ღვინოებში, ღვინოებში, რომლებიც 6 თვის მანძილზე ჭაჭა–კლერტზე ვარგდებოდა, თუმცა ყველაზე მაღალი ქულები დეგუსტაციაზე სწორედ მუხაში  დაძველებულმა ღვინომ მოიპოვა.

დეგუსტაციაზე ბევრი სხვა დეტალი თუ პრობლემაც გამოჩნდა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან გამორჩეული და დასამახსოვრებელი ნიმუშები ცოტა იყო, მახსოვს, გასულ წელს გამართულ დეგუსტაციაზე გაცილებით საინტერესო შედეგები მივიღეთ, ინტრიგაც მეტი იყო, თუმცა წლევანდელი წელი იმით იყო განსაკუთრებული, რომ 10–მდე ახალი დასახელების ქვევრის ღვინო გამოჩნდა ბაზარზე და იმედი გვაქვს, ეს ზრდა სულ უფრო საგრძნობი იქნება. რაც მთავარია, დეგუსტაციის ყველა მონაწილემ შეარჩია თავისი ფავორიტი ღვინოები და ღვინის სპეციალიზებულ მაღაზიაში თუ სუპერმარკეტში შესული, აღარ დაიბნევა, არამედ თამამად გააკეთებს არჩევანს.

© tabula



namdvilad aqvt qvevrebii... :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული