Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმი სქართველოში

გიორგი ბარისაშვილი

თავშივე უნდა აღინიშნოს ის სამწუხარო რეალობა, რომ საქართველოს ღვინის ტურიზმის დონე ნულს უტოლდება. მცდელობა ღვინის ტურიზმის განვითარებისა ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, მაგრამ, როგორც არაერთმა ახალმა წამოწყებამ ქართულ მეღვინეობაში, ამ საქმემაც მცდარი მიმართულება მიიღო და,შეიძლება ითქვას, რომ ჩანასახის ფაზაშივე შეწყვიტა განვითარება. ეს გარემოება ლოგიკურიცაა, რადგან, თუკი არ არსებობს მიზანი, თავისთავად ცხადია, არც ამ მიზანთან მისასვლელი გზა დაისახება. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას ისევე, როგორც ჩვენი სოფლის მეურნეობის სხვა დარგებს,მოეპოვებათავისი წარსული, რეალობა, ანუ დღევანდელობა,და სამომავლო პერსპექტივა. მოდით,მოკლედ გადავავლოთ თვალისამივეს ქართული ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით. საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის წარსულზე ბევრითქმულადა ამჯერად ამ საკითხს აღარ შევეხებით, ხოლო ერთს კი ვიტყვით, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის ეს დარგები აბსოლუტურად განსხვავებულია მსოფლიო ქვეყნებისპრაქტიკისაგან, რაც უდავოდ მეტად მიმზიდველსხდის ქართულ ღვინოსა და მის კულტურას ტურიზმის კუთხითაც.

რეალობა (მწარე)

საქართველოში, ტურიზმისმრავალიმიმართულებისდა სახეობისგანვითარების დიდი პოტენციალია და,რა თქმა უნდა,მათ შორის ღვინის ტურიზმისაც, მაგრამ სანამ ტურიზმის ესა თუ ის მიმართულება განვითარდებოდეს, საჭიროა გარკვეული გამოცდილების მქონე დარგის სპეციალისტებმა მკაფიოდჩამოაყალიბონმისი განვითარების სტრატეგია, რაც დღემდე,სამწუხაროდ,ვერაფრით მოხერხდა. აქედან გამომდინარე,ჩვენში დღემდე, უმეტესწილად ღვინის ტურიზმის მცდარი და ზოგჯერ გაურკვეველი კონცეფციაა გავრცელებული. როგორც ითქვა,მცდელობა–შემდგარიყო ქარული ღვინის ტურიზმი,რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ შემთხვევაშიძირითადად კახეთი იგულისხმებოდა, სადაც ამჟამად არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც ქართული ტრადიციული ღვინით დაინტერესებული  გარკვეული კატეგორიის მოგზაურთა ჯგუფებისმიყვანაა შესაძლებელი. მაგრამ აქვე ვხვდებით რიგ პრობლემებს (რა თქმა უნდა,ამას მხოლოდ კომპეტენტური ხალხი თუშეამჩნევს), რომლებიცქართულ ღვინოს უფრო სახელს გაუტეხსდა არა, პირიქით, გაუთქვამს. ხშირ შემთხვევაში ჩამოსულ ტურისტებს უხარისხო, ან სულაც დაავადებული ღვინის დაჭაშნიკებაუწევთ, რასაც ემატება ის ვაი-„ჭაჭა“, რომელიც იმდენად მდარეა, რომ მისი გასინჯვა ზოგჯერ პირდაპირ ამაზრზენია... ისიც უნდა ითქვას, რომ ტურისტებს პირველ რიგში აინტერესებთ ტრადიციული და არა ქარხნული ღვინო. ამიტომაც ისინი ცდილობენ პირველ რიგში დაათვალიერონ და გაეცნონ ტრადიციულ მარნებსა და არა ღვინის ქარხნებს. და ეს არცაა გასაკვირი, რადგან, როგორც წესი,ქარხნების დასათვალიერებლადერთი ქვეყნიდან მეორეში არავინ ჩადის.

ასერიგად ხელში შეგვრჩა ოჯახური, მცირე მარნები, სადაც უმეტეს შემთხვევაში არასახარბიელო მდგომარეობაა, რადგან მარნების მფლობელებისუმეტესობას არ გააჩნია: ტუალეტი, ხელსაბანი, თუნდაც ელემენტარულად კეთილმოწყობილი ეზო-კარითუ სხვა.

დანარჩენი პრობლემები?

· დარგობრივი ცოდნის სიმწირე.

· უცხო ენის უცოდინარობა და ხშირად შეუფერებელი ჩაცმულობა.

· საინფორმაციო მასალის უქონლობა.

· უხარისხო ღვინო და ჭაჭა.

· ღვინის რაოდენობისა დაშეთავაზების თანმიმდევრობის არცოდნა.

· კერძები, რომლებიც ღვინოსთან არაა მისადაგებული და ამასთან, ხშირად უხარისხოა.

· შესაბამისისაღვინე ჭურჭლის (მათ შორის ტრადიციულის) ნაკლებობა.

· ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და მათგან დაყენებული ტრადიციული ღვინის არქონა და კიდევ არაერთიმეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი...

ჩამონათვალში, ალბათ უმთავრესი, მაინც სასმელის ხარისხია, რადგანაც თუ, მაგალითად მარნის მეპატრონემ ფალსიფიცირებული ღვინო და „ჭაჭა“ დააყენა, მთელი სახლკარი და მიდამო იდეალურადაც რომ გამართოს,ქართული ღვინის ტურიზმის საქმეს ამით ნამდვილად არაფერი ეშველება...

არადა,თითქოს ამ მხრივ,ცალკე სახელმწიფო ეწევა ჭაპანს, ცალკე –არასამთავრობოები და ცალკე კერძო პირები, თუ კომპანიები,თუმცა, როგორც ირკვევა, ერთმანეთის საპირისპირო გეზითდაამ საქმიდან ჯერჯერობით არაფერი გამოდის. მაგალითისათვის ერთ-ერთი“გრანტიჭამია” არასამთავრობოსხუთწლიანი მუშაობის შედეგს მოვიყვან, რომელსაც რამოდენიმე ათეულ ათასიანი ბიუჯეტი ჰქონდა, ხოლო მათი ხუთწლიანი, „მუხლჩაუხრელი“ღვაწლიტურიზმის განვითარებისა და აყვავების სფეროში ისევე უშედეგოდ დასრულდა, როგორც, სხვა არაერთისა...  

იცოცხლეთ, საზღვარგარეთის ტურისტულ გამოფენებზე დელეგაცია დელეგაციაზე იგზავნება ჩვენგან, მაგრამ ამით რა?

ღვინის ტურიზმს სამი მხარე:

  1. გიდი.
  2. მარნის მეპატრონე.
  3. ვიზიტორი (რომელსაც სტუმარსაც ეძახიან).

დამეთანხმებით, რომ ადამიანს, რომელიც მარნის მეპატრონესმომსახურებაში გარკვეულ გადასახადს უხდის, ნამდილად არ უნდა ერქვასსტუმარი!

თუმცა ამით მარნის მეპატრონის პასუხისმგებლობა გარკვეულწილად იზრდება კიდეც, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას და ამ შემთხვევაში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებაა საჭირო. რაც შეეხება ქართველ გიდებს, 99%-ის შემთხვევაში მათ, მართალია, ასე თუ ისე იციან უცხო ენა, მაგრამ ქართული კლასიკური და მეტადრე ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვთ! ამ ყველაფრის გამოსწორებას და მართებული მიმართულების მიცემას უცხოეთის ტურისტულ გამოფენებზე “ვოიაჟები” (რაც საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება, თანაცუშედეგოდ) ნამდვილად არ უშველის. უნდა მომზადდეს სპეციალური, ღვინის ტურიზმში ჩართული გიდების მოსამზადებელი კურსები შესაბამისი ტესტირებითა თუ გამოცდით, რისი წარმატებით გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება გიდი მივიღოთსამსახურში. არაერთხელ მქონია გიდებთან ურთიერთობა,მათთან მისაუბრიადა შემიძლიავთქვა, რომ მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგალითად,არ იცის:

· რამდენი(დაახლოებით მაინც)ადგილობრივი ვაზის ჯიშია საქართველოში;

· რომ “ადესა” არ არის ადგილობრივი ქართული ვაზის ჯიში;

· რომ ქინძმარაულიწითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოა და მზადდება საფერავისაგან;

· რომ “ხვანჭკარა” ვაზის ჯიში კი არა სოფლის სახელია;

· რომ ქვევრი არის ქვევრი და არა „ჯორჯიან ამფორა“;

·  რომ საწნახელი არა ღვინის, არამედ ყურძნის დასაწურად გამოიყენება;

·  რა ასაკისაა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობა;

·  რა არის მშრალი ღვინო“;

·  რას ნიშნავს ღვინის დაყენების კახური თუ იმერული მეთოდი;

და სხვა მრავალი...

სწორედ აქედან გამომდინარე, როგორც უკვე ითქვა, აღნიშნულდარგებში კომპეტენტურ სპეციალისტთაჯგუფის მიერ (ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი,ენათმეცნიერი,მევენახე, მეღვინე...) უნდა მომზადდეს თუნდაც მოკლე სალექციო კურსი, რომელსაც ჩვენი გიდები გაივლიან.

 მეორე არანაკლები პრობლემა,ესაა თავად მარნის მეპატრონე. მათ უმრავლესობას არ გააჩნია არანაირი დარგობრივი ცოდნა.მაგალითად, კახეთის რეგიონის მარნის მეპატრონეები შეკითხვაზე, თუ რომელ კახურ ვაზის ჯიშის იცნობთ, უმრავლესობა გვპასუხობს: „საფერავი“, „რქაწითელი“, „ადესა“, „ვაქირულა“, „ალადასტური“, „პინო“ და „შანიძე“. ასევე საჩოთიროა, რომუმეტეს შემთხვევაში დარღვეული და უგულებელყოფილია ღვინის შეთავაზების თანმიმდევრობა და ადგილობრივი, ტრადიციული კერძების შესატყვისობა. ასევე კერძების მისადაგება ღვინოსთან და სხვ.უნდა ითქვას, რომდიდი მნიშვნელობა აქვს ასევე მარნის კეთილმოწყობასდა, ალბათ, ეს საკითხი პირველ რიგშია გასათვალისწინებელი. მარანში წარმოდგენილი ნივთები თუ ექსპონატები ასე თუ ისე უნდა უკავშირდებოდეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს.

ხშირად მარნებში ვხვდებით ისეთ ნივთებს, როგორიცაა, მაგალითად: აკვანი, ნაბადი, საბრძოლო იარაღები, ცხოველისა თუ ფრინველის ფიტულიდა სხვ.,არადა,მათი ადგილი მარანშინამდვილადარარის! ტრადიციულ მარანში ვიზიტორებს ზოგჯერ სთავაზობენ უხარისხო საჭმელს, როგორიცაა: დამძაღებული და დაობებული ჩურჩხელა, ნიგოზი თუ თხილი; ყველი, ხილი და სხვ. ეს ყვლაფერი გასათვალისწინებელია! გარდა ამისა,მარნის მეპატრონე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ მას ჰქონდეს ადგილობრივი და თანაც ტრადიციული საღვინე ჭურჭელი. მართალია, მაგალითად,შროშული დოქების კახეთის მარნებში შეტანასულაც არაადარღვევა, მაგრამ პირველ რიგში ადგილობრივი ნაწარმიუფრო შთამბეჭდავია და ამ გარემოებას ყურადღება უნდა მიექცეს. ასევე ხშირია შემთხვევა, როდესაც მარნის მეპატრონე ვიზიტორებს სთავაზობს ბანანს, შოკოლადს, ძეხვს... უნდა გვახსოვდეს, რომ უცხოელი ტურისტები საქართველოში ბანანის საჭმელად ნამდვილად არ ჩამოდიან!გიდებისა თუ მარნების მეპატრონეების მხრიდან მოსაწესრიგებელია ქართული ტრადიციული კერძების მართებულადთარგმნაც. ხშირია შემთხვევა, როდესაც ტურისტებს, ყოველგვარი ხუმრობის გარეშეეუბნებიან, რომ ჩურჩხელა ესაა ჯორჯიან სნიკერს”, ან ხაჭაპური თურმე ესაა ჯორჯიან პიცა” და ა. შ., რაც სხვა არაფერია, თუ არა უკულტურობა და ქართული ტრადიციების შეურაცხყოფა.

ასერიგად,მეტ-ნაკლებად შევეხეთიმ ძირითად პრობლემებს, რაც ქართული  ღვინის ტურიზმის განვითარებას ახლავს.

ჩვენ კი, მათ, ვინც ამ სფეროს განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, შევახსენებთ საქართველოს ღვინის ტურიზმის რამდენიმე პრინციპს, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული როგორც მარნების მეპატრონეების, ისე საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა,თუკერძოტურისტული კომპანიების მიერ:

· ადგილობრივი ღვინო და სამზარეულო!

· ღვინოსთან მისადაგებული ხარისხიანი კერძები!

· სასმელის (ღვინო, ჭაჭა...) შეთავაზების თანმიმდევრობა, რაოდენობა და ტაქტი.

· ადგილობრივი ვაზის ჯიშები!

· ღვინისათვის შესაფერისი საღვინე ჭურჭელი!

· ტრადიციული და ამასთან ადგილობრივი საღვინე ჭურჭელი!

· მარნის მეპატრონის ჩაცმულობა, პირადი ჰიგიენა და მანერა!

· კეთილმოწყობილი მარანი და მარანთან მისასვლელი!

· ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული სამარნე ექსპონატები, ჭურჭელი და ინვენტარი!

· დარგობრივი ცოდნის დონე და უცხო ენა!

· უცხოენოვანი საინფორმაციო მასალა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ!

· ღვინისა და ჭაჭის“ მარნიდან გაყიდვის შემთხვევაში შესაბამისი აღჭურვილობა (ხარისხიანი ბოთლი და საცობი, ბოთლების სტერილიზატორი, საწრეტი, სახუფი და სხვ.).

ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოყვანილი ზოგიერთი რეკომენდაციის გათვალისწინება ნამდვილად წაადგება ქართულ ღვინის ტურიზმს, რომელიცეს-ესაა იწყებს ფეხზე დადგომას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.