Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდის სკოლა საგანგებოდ ქალებისათვის

თუ გგონიათ, ქალბატონები მხოლოდ კოქტეილებსა და სხვა დაშაქრულ სპირტიან სასმელებს სვამენ, ძალიან შემცდარხართ! ამაში ამერიკელი მელუდე ტრისტა ჰარნიში დაგარწმუნებთ. ტრისტა ნიუ-იორკელი ქალბატონია, რომელიც ლუდსახარშ  SingleCut Beersmiths-ში მუშაობს და ქალებისთვის ლუდის სკოლას ხსნის. მეცადინეობები მალე დაიწყება და მას მხოლოდ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები დაესწრებიან. ისინი დაეუფლებიან ლუდის ხარშვის ძირეულ საკითხებს და, რაც მთავარია, მოისმენენ საინტერესო ამბებს, მაგალითად, რა განსხვავებაა ლუდის სახეობებს - ელსა (Ale) და ლაგერს (Lager) შორის. ქალბატონები ასევე შეისწავლიან, რა ძირითადი ინგრედიენტებია საჭირო ლუდის წარმოებისთვის და როგორ მუშავდება ისინი პროდუქტის საბოლოო სახის მიღებამდე. სასწავლო პროცესის მსვლელობისას ისინი ლუდსახარშ SingleCut Beersmiths-საც დაათვალიერებენ. ჰარნიშმა ასევე შექმნა ბლოგი, სადაც ლუდის ახალი სახეობების შესახებ წერს. იგი ცდილობს, ამ მშვენიერი სასმლით ბევრი ქალბატონი დააინტერესოს. ტრისტა ჰარნიში SingleCut Beersmiths-ში გაყიდვებს განაგებს, თანამშრომლები მას “კასრების დედოფალს” ეძახიან. “ყოველთვის მინდოდა, ქალებისათვის ლუდის ხარშვის ტექნოლოგია მესწავლებინა. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ქალებს ლუდი არ უყვართ და მხოლოდ კოქტეილებს სვამენ”, - აცხადებს ჰარნიში.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული