Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კანის კინოფესტივალს კონიაკი მიუძღვნეს

კონიაკის სახლი Remy Martin ყოველწლიურად შეზღუდული რაოდენობით უშვებს თავის სახელგანთქმულ ნაწარმს, რომელიც მხოლოდ კანის კინოფესტივალის ვარსკვლავებისათვის იქმნება. კომპანიამ ტრადიციას არც წელს უღალატა.

კონიაკ Cannes Limited Edition VSOP 2013-ისბოთლი საუცხოო დიზაინით გამოირჩევა – ოქროსფრად დაფერილი მინა ფუფუნებაზე მიანიშნებს, ფუფუნებაზე, რომელიც კანის ვარსკვლავებისათვის ძალიან “მშობლიურია”. წლევანდელი ფესტივალისთვის კონიაკის ორი ვარიანტი გამოუშვეს - Remy Martin VSOP Magnum Cannes Film Festival Limited Edition, რომელიც 260 დოლარი ღირს და 72 დოლარად შეფასებულიRеmy Martin VSOP Cannes Film Festival Limited Edition. აღსანიშნავია, რომ კანის ფესტივალზე სტუმრებს მხოლოდ კონიაკით არ უმასპინძლდებიან. 2011 წელს საგანგებოდ კანის ფესტივალისათვის პოლონელებმაც შექმნეს არაყი Belver Bears Belvedere.არაყი, რომელიც დათვის ფორმის ბოთლშია ჩამოსხმული, ფესტივალის დახურვის შემდეგაც დიდი წარმატებით იყიდებოდა, თანაც საკმაოდ მაღალ ფასად – 7200 დოლარად.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული