გამოქვეყნებულია: 6 მაისი, 2012 - 15:40
საჭირო მასალა: 60 გ დარბილებული კარაქი, 4 – 4,5 ს.კ. არაჟანი, 80-100 გ შაქარი, 2 ჩ.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. ყავა, 1 ს.კ. ცხელი რძე, 1 1/4 ჭიქა ფქვილი, ვანილის ექსტრაქტი – გემოვნებით, ცოტა ზეთი.
მომზადება: ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსამდე. ცხელ რძეში გავხსნათ ყავა. დავუმატოთ არაჟანი, რძეში გახსნილი ყავა და ვანილის ექსტრაქტი. დავაცრათ ფქვილი და კაკაო და მოვზილოთ ნაზი ცომი. ცომის კონსისტენცია პლასტილინზე ოდნავ ნაზი უნდა იყოს. ცომისგან გავაკეთოთ ალუბალზე ოდნავ მოზრდილი ზომის ბურთულები. თითოეულს მივცეთ ყავის მარცვლის ფორმა, დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე და ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში გამოვაცხოთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი