Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ყირგიზეთის მთავრობა ღვინის წარმოებაზე ზრუნავს

ყირგიზეთის ეკონომიკური რეგულირების მინისტრი – უჩკუნბეკ ტაშბაევი ქვეყნის პარლამენტის სხდომაზე გამოვიდა წინადადებით – დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) და აგრეთვე საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის მეღვინე, რომელიც  საკუთარ ვენახს ამუშავებს და წარმოებაში მხოლოდ თავის ნედლეულს იყენებს. კანონში ასეთი ცვლილების შეტანით ჩვენ ხელს შევუწყობთ წარსულში მომგებიანი დარგის კვლავ აყვავებას, - განაცხადა მინისტრმა. ლაპარაკია ქვეყნის მასშტაბით 4-5 კერძო საწარმოზე, რომლებიც ახლა, პრაქტიკულად, გაჩერებულია.

ყირგიზეთის მთავრობის წევრთა თქმით, დაზოგილი თანხებით მეღვინეები ვენახების აღდგენას შეძლებენ -  ეს კი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი გზაა დარგის გადასარჩენად და ფეხზე დასაყენებლად. 

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული