Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გოგრის რიზოტო

საჭირო მასალა: 450 გ გოგრის რბილობი, 1 თავი ხახვი შალოტი, 1 კბილი ნიორი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. კარაქი, 350 გ ბრინჯი არბორიო (რიზოტოს ბრინჯი), 100 მლ თეთრი მშრალი ღვინო, 1 ლ ბოსტნეულის ცხელი ბულიონი, 1 კონა მწვანე ხახვი, 3 ს.კ. ნაღები, 50 გ გახეხილი პარმეზანი, მარილი, პილპილი – გემოვნებით, მწვანილი – მოსართავდ.

მომზადება: გოგრა თხლად დავჭრათ. ნიორი და ხახვი წვრილად დავკეპოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და კარაქი. დავუმატოთ ნიორი, ხახვი, გოგრა და მოვშუშოთ. დავაყაროთ ბრინჯი და ცოტა ხანს ვშუშოთ. დავასხათ ღვინო და წამოვადუღოთ.  თანდათან ვასხათ ბულიონი. ბრინჯი 20 წუთი ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.  მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. მომზადებამდე 5 წუთით ადრე დავუმატოთ ნაღები, პარმეზანი, მარილი, პილპილი და მწვანე ხახვი. მოვრთოთ მწვანილით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული