- მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?
- მეღვინეობის იდეა ძალიან მოგვწონდა მე და ჩემს ძმას და გვინდოდა, რომ ჩვენც ვყოფილიყავით ამის ნაწილი. ბევრი ფაქტორი იყო, რაც გვიზიდავდა და საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ მარნის ჩამოყალიბება. კეთილშობილი შრომა და საქმეა, პროდუქტიც ასეთივეა. პირველ წელს 500 ბოთლი ჩამოვასხით, 2019 წელს, მერე პანდემია დაიწყო და ამას სირთულეებიც მოჰყვა. ოჯახის წევრები ამ იდეის განორციელებაში ძალიან გვეხმარებოდნენ, მათ შორის მეგობრები. თანადგომას მართლა ძალიან ვგრძნობდით და ამის მადლიერნი ვართ. ნელ-ნელა სახელიც გავითქვით, ამან კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა. მომხმარებელს როცა ღვინო მოსწონს, ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია. შრომობ და ამ დროს შედეგსაც რომ ხედავ, ძალიან სასიამოვნოა. მთავარი სწორედ ესაა ჩვენი საქმიანობისთვის. ორგანიკა ცოტა სენსიტიური მიმართულებაა, მაგრამ ვისაც მოსწონს, ძალიან გასახარია ჩვენთვის. საბოლოო ჯამში ძალიან კარგი მეღვინეობა გვინდა გვქონდეს, გავფრთოვდეთ და ა.შ. ჩვენთვის დიდი სტიმულია ბევრი სხვა მეღვინის წარმატება.
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?
- რქაწითელი და საფერავი გვაქვს და ამ ორი ჯიშისგან ვაწარმოებთ, ამასთანავე გორული მწვანისგან და ჩინურისგან პეტნატსაც ვაყენებთ. რიტუალი ასე ვთქვათ არა, მაგრამ ის არის, რომ მეგობები, ოჯახის წევრები, ყველა ერთად ვართ რთველში, ძალიან კარგი ამბავია. ვკამათობთ კიდეც, ვნერვიულობთ, არ არის მარტივი საქმე,მაგრამ მთლიანობაში ძალიან ბედნიერები ვართ ამ ამბით.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო
- ვაწარმოვებთ ორგანულ ღვინოს, არ ვიყენებთ საფუვრებსა და სულფიტებს. საფერავი, რქაწითელი და გორული მწვანისა და ჩინურის პეტნატი. ჩვენი ღვინო არის ხასიათით გამორჩეული, 90%- მომხმარებელისა ამბობს, რომ არ არის ტიპური რქაწითელი და ღვინო. დაყენების ტექნოლოგიაც მოქმედებს ამაზე და ვენახიც. ტიბაანი გამორჩეულია იმით, რომ ურწყავი ვენახებია და მომხმარებლები რასაც ელოდებიან, რომ ღვინო უნდა იყოს მძიმე, სხეულიანი, აქ ორივე ღვინის შემთხვევაში აკვირვებს მოხმარებელს. არწმუნებს, რომ თურმე შესაძლებელია სხვა სტილის იყოს ამ კატეგორიის ღვინოები.
- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ?
- ორივე შემთხვევაში მთელი პროცესი ძალიან საინტერესო და აზარტულია. ეს იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოო შედეგის მიღების ლოდინი ძალიან სასიამოვნოა. როცა სულ მოლოდინში ხარ, უფრო აზარტუს ხდის ყველაფერს. ახლობლების გვერდში დგომა კი ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია ჩვენთვის. ყველაზე კარგი მომენტი ისაა, რომ მოხმარებელს მოსწონს.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- “ნინო მერისთან” მქონია ურთიერთობა, wine not-თან, პეტნატში იყო პირველი გაყიდვები. ყველა შემთხვევაში ერთი სასიამოვნო მომენტს გამოვარჩევდი, როცა უშუალოდ მეღვინეს ხვდებიან და როცა მომხმარებლები ამას ზედაპირულად არ უყურებენ, განსაკუთრებით სასიამოვნოა.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
- ჯერჯერობით არა მაგრამ აუცილებლად ვაპირებთ.
- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- როცა ვინმე ღვინოზე ზედაპიურად საუბრობს, არის ძალიან ცუდი მომენტი და მართლა საწყენია. მეღვინემ შენიშვნაც ადეკვატურად უნდა მიიღოს მაშინ, როცა შენიშვნა ადეკვატურია. წლიდან წლამდე ორგანიკის შემთხვევაში ღვინოზე რაღაც უკეთესობის სურვილი აუცილებლად აქვს. კარგია, როცა საფუძვლიანად ეცნობა ადამიანი შენს ღვინოს და ყურადღებით, შენიშვნა როცა არის, იცი, რომ მას შენთვის უკეთესი უნდა და გგულშემატკივრობს.
- რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად?
- განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელზეც ჩვენც ვმუშაობთ. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა რომ პროფესიულ დონეზე გაეცნოს ამ სფეროს. შესაბამისად, ამ სფეროს დახვეწა და განვითარება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის ინდუსტრიის განვითარებისა და მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- პირველი ისევ განათლებას ვიტყოდი. წლიდან წლამდე რაღაც ახალი ცოდნის შეძენა და რჩევის გათვალისწინებას უნდა მივეჩვიოთ. ფესტივალები და ღონისიებები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის, ეს ცნობადობასაც ზრდის.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- დამწყებ მეღვინეებს ვურჩევდი, რომ მუშაობა მცირე რაოდენობიდან დაიწყონ და მარკეტინგს კარგად, საფუძვლიანად გაეცნონ ამ სეგმენტში. ვურჩევდივ ამ სფეროში კიდევ მეტი ცოდნის მიღებას. ჩვენ მცირედით დავიწყეთ და ყოველ წელს უფრო მეტად ვვითარდებით, რაც, ვფიქრობ, უკეთესი გზაა მეღვინისთვის. კიდევ მნიშვნელოვანი არის ადამიანური ფაქტორი, ადამიანებთან ურთიერთობა, რაც მეღვინეებს განსაკუთრებით ეხმარება.
მარნის მისამართი: სოფელი დიღომი
ტელეფონი: 599 250 042
ელფოსტა: viverewine@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.instagram.com/vivere_wine?igsh=ZTcwOWliZGFzNXN1
თქვენი კომენტარი