Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში უძველესი კონიაკი: ისტორიული აღმოჩენა

328 წლის კონიაკი გინესის მსოფლიო რეკორდებში უძველესი კონიაკის სახელით შევიდა. მინის ბოთლზე ამოტვიფრულია მწარმოებლის სახელი და მოსავალი. ბოთლზეა მწვანე ქვის ნაწილები და ოქროს ასოებია. მინაში მოთავსებული კონიაკი შენარჩუნდა იდეალურ მდგომარეობაში 328 წლის განმავლობაში.

1696 წელს, როდესაც საფრანგეთში ლუი XIV-ის მმართველობა ძალაუფლების ზენიტში იყო და ცხრა წლიანი ომიც ტურინის შეთანხმებით დასრულდა, კონიაკის წარმოება უკვე საკმაოდ განვითარებული იყო ქვეყანაში. მისი ისტორია მე-16 საუკუნიდან იწყება, როდესაც ჰოლანდიელი მოვაჭრეები საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონს ღვინისა და სხვა პროდუქტების შესაძენად ესტუმრენ. იმის გამო, რომ ღვინო ვერ უძლებდა ხოლმე გრძელ მოგზაურობებს, ფრანგმა მწარმოებლებმა ღვინის ორმაგი გამოხდა დაიწყეს, რაც კონიაკის შექმნის მიზეზი გახდა.

ეს ბოთლი ერთადერთია, რომელიც მე-17 საუკუნიდან დღემდე შემორჩენილია. იგი გადაეცა ედმონდ ჟაულინს, Jules Robin-ის ბრენდის ერთ-ერთ თანადამფუძნებელს, ხოლო მოგვიანებით კერძო კოლექციაში საფრანგეთში 1950-იან წლებში აღმოჩნდა. ბოთლი ხელახლა აღმოაჩინეს 2018 წელს და მისი ამჟამინდელი მფლობლიხ მიერ გაუცხადებელი თანხითაა შეძენილი: "გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა მისი, როგორც უძველესი კონიაკის სტატუსი მსოფლიოში, რაც 66 წლით უსწრებს წინა, გოტიეს 1762 წლის კონიაკის რეკორდს. ამ ბოთლში 2020 წელს აუქციონზე დაახლოებით $150,000 გადაიხადეს, რის გამოც ის "აუქციონზე გაყიდული უძველესი კონიაკის" სახელსაც იმსახურებს" - ვკითხულობთ Decanter-ის სტატიაში

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული