ღვინის ფესტივალი 2010 ქალაქ ზესტაფონში პირველ მაისს უშანგი ჩხეიძის სახელობის თეატრის შენობის გვერდით არსებულ სკვერში მოეწყო. ფესტივალზე 44–მა მონაწილემ წარადგინა ოჯახური ღვინოები, ზოგიერთი მათგანი კი ღვინის რამოდენიმე სახეობით იყო ფესტივალზე. ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ოცხანური საფერე, ეს ის ძირითადი ღვინის ჯიშებია, რომელიც ზესტაფონის რაიონში შეხვდებით. ფესტივალზე თბილისიდან მოწვეულნი იყვნენ სადეგუსტაციო კომიტეტის წევრები, რომელთაც 3 პრიზიორი გამოავლინეს. ფულადი ჯილდოები, როგორც იმერეთის გუბერნიამ, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააწესა გამარჯვებულზე. პირველი ადგილი და 1000 ლარი ფულადი ჯილდო ერგო გოჩა ცხადაძეს. მეორე ადგილი და 500 ლარი, დავით ნიქაბაძეს, ხოლო მესამე ადგილი და 300 ლარი კახა ჭულუხაძეს. აღსანიშნავია, რომ სამივე პრიზიორი სოფელ სვირიდან იყო.
თქვენი კომენტარი