Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმის ღვინის პირველი ფესტივალი ამბროლაურში 24-25-26 ივნისს გაიმართა. ღონისძიებაზე 65-მდე ადგილობრივი მცირე და დიდი მარანი იყო წარმოდგენილი, რომელთაც საკუთარი პროდუქცია სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებს, ღვინის მოყვარულებსა და უცხოელ ექსპორტორებს გააცნეს. ფესტივალის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ტრენინგებიც. გიორგი სირაძე, ფესტივალის ორგანიზატორის, “ჯი ეს სერვის გრუპისდამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ქართველი მეღვინეებისთვის და სხვადასხვა რეგიონის ღვინოების უკეთ გაცნობისთვისჩვენი მიზანია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩავატაროთ, რათა ხელი შევუწყოთ ღვინის სფეროს  მეტად განვითარებას, განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმის მიმართ ინტერესი გავზარდოთ და საქართველოს სახელიც საზღვრებს გარეთ გავიტანოთ“. 

ფესტივალს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძეც ესწრებოდნენ. როგორც ლევან მუხუზლა აღნიშნავს, ღვინის ეროვნული სააგენტო მსგავს ღონისძიებებს მიესალმება და მხარს უეჭერს: "ფესტივალი პირველად ტარდება და ეს ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს აძლევს ცნობადობის გაზრდის, საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციისა და ახალი პარტნიორების მოზიდვის შესაძლებლობას, რაც რეგიონში ღვინის ინდუსტრიის გაძლიერებისა და განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა"

ფესტივალის შესახებ მეღვინეობაბარაკონისდამფუძნებელიც საუბრობს, რომელიც მიიჩნევს, რომ მსგავსი ფესტივალები პატარა მარნების მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება: „ფესტივალი განსაკუთრებული მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლების კუთხით. ჩვენ რაჭა ლეჩხუმის ღვინოებს ვაწარმოებთ, ახლა 6 დასახელების ღვინო გვაქვს წარმოდგენილი“. 

ფესტივალის მნიშვნელობის  შესახებკერესელიძეების მარნისადაბაბუაწვერას ღვინოსწარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მეწარმეებისთვისრაჭა-ლეჩხუმის ღვინის ფესტივალი განსაკუთრებით გვიწყობს ხელს განვავითაროთ ჩვენი ბიზნესი, ჩვენი მეწარმეობა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს, რადგან მოგვცეს შესაძლებლობა ჩვენი ღვინოები მსოფლიოს ბაზარზე გავიტანოთ.  დღეს გვაქვს საშუალება ჩვენი მარნები ქართველ და უცხოელ სტუმრებს გავაცნოთ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის“.

ღვინის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასი, ასევე ჩატარდა ტრენინგი მარკეტინგისა და ბრენდინგისღვინის ტურიზმისა და მარნის ისტორიის თხრობის მნიშვნელობაზე. ფესტივალს ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა. მოწვეულნი იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის მეღვინეები, დისტრიბუტორები და ექსპორტიორები. ფესტივალი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.