ორგანიზაცია International Wine and Spirit Research (IWSR)-მა ღვინის ბაზრის 2010 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა. გასული წლის მონაცემების მიხედვით ღვინის მწარმოებელი ქვეყნების სიას საფრანგეთი უდგას სათავეში. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ეს საპატიო ადგილი იტალიას ეკავა. გასულ წელს საფრანგეთმა 419 მილიონი ყუთი ღვინო აწარმოა (ყუთში 12 ბოთლი ანუ 9 ლიტრი ღვინო იგულისხმება). ამ მონაცემებით მეორე ადგილზე იტალია, ხოლო მესამეზე – ესპანეთი გავიდა. IWSR –ის შემაჯამებელ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საფრანგეთმა წამყვანი პოზიცია 2014 წლამდე უნდა შეინარჩუნოს, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ფრანგული ღვინის წარმოების 5,54%-ით შემცირებაა ნავარაუდევი. ოპტიმისტურია მომავალი ოთხი წლის პროგნოზი ვარდისფერ, ასევე შუშხუნა ღვინოებთან და შამპანურთან დაკავშირებით. ვარდისფერი ღვინის წარმოება, სავარაუდოდ, 20%-ით, ხოლო შუშხუნა ღვინისა და შამპანურის – 4,6%-ით გაიზრდება. 2005 წლიდან მოყოლებული 2009 წლის ჩათვლით ფრანგული ღვინის ექსპორტი თანხობრივად 1,1%-ით, მოცულობის მხრივ კი 9,4%-ით შემცირდა. ვითარება შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც ბორდოს ღვინოებით სერიოზულად დაინტერესდა ჩინეთი და ჰონგ კონგი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი