Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მელომაკარონა (საშობაო ნამცხვარი)


მასალა:

3 ფინჯანი ზეთი
1 გახეხილი ფორთოხლის კანი
3/4 ფინჯანი შაქარი
1 სუფრის კოვზი დარიჩინი და მიხაკი (უფრო მეტი დარიჩინი, 1.5 ჩაის კოვზი, და 0.5 ჩაის კოვზი მიხაკი)
1 სირჩა კონიაკი
2 ლიმნის წვენი
ნახევარი ფორთოხლის წვენი
2 ჩაის კოვზი სოდა
ფქვილი
1 ფინჯანი გატარებული ნიგოზი + 1 კოვზი შაქარი +ცოტა დარიჩინი, ზემოდან მოსაყრელად. 1 ფინჯანი თაფლი და 1 ფინჯანი შაქარი სიროფისათვის.

მომზადება:
კარგად ავთქვიფოთ ზეთი, შაქარი, ფორთოხლის კანი, დარიჩინი, მიხაკი, კონიაკი. ფორთოხლისა და ლიმნის წვენში ჩავყაროთ სოდა და გავთქვიფოთ. ოდნავ უნდა გათეთრდეს, ფქვილი რამდენსაც შეიზელს, რათა რბილი ცომი მივიღოთ. გავაკეთოთ პატარ -პატარა გუნდები, ზემოდან დანით დავხაზოთ (ნაძვისხე, ვარსკვლავი, რომბები) და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.
 
1 თაფლის, 1 წყლისა და 1 შაქრის წილით მოვხარშოთ სიროფი. ცოტა ქაფი მოვხადოთ. სიროფი დავტოვოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე და შიგ ამოვავლოთ ნამცხვარი (ნახევარი წუთი ვაცადოთ, ცოტა რომ გაუჯდეს სიროფი). ამოვიღოთ და მოვაყაროთ წინასწარ მომზადებული ნიგოზი (შაქართან და დარიჩინთან ერთად).
 
© anna13

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.