Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯეიმს ბონდის საყვარელი სასმელი

2012 წელს ბონდიანას მორიგი ფილმი გამოვიდა, სადაც მთავარ როლს დენიელ კრეიგი ასრულებდა. თუმცა ბონდის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულნი დარჩნენ, როცა იხილეს როგორ მიირთმევდა მათი საყვარელი პერსონაჟი Heineken-ს: ნუთუ ბონდისნაირი დახვეწილი ჯაშუში ისეთ უბრალო სასმელს უნდა სვამდეს, როგორიც ლუდია?

ჯაშუშური საგის 24-ე ფილმი, რომელსაც “სპექტრი” ერქმევა, ეკრანებზე 2015 წელს გამოვა. ამჯერად, ბონდის ესთეტი გულშემატკივრების გასახარად, ჯაშუშის საყვარელი სასმელი კვლავ არყისა და მშრალი მარტინისგან მომზადებული ცნობილი კოქტეილი იქნება, რომელიც "უნდა შეანჯღიო, მაგრამ არ შეურიო”. იმის გამო, რომ ეს კოქტეილი ბონდიანაში კვლავ ბრუნდება, ფილმის შემქმნელებმა ელიტური არყის, Belvedere-ს მწარმოებლებთან რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს. მომდევნო ფილმში სწორედ ამ არყით გაზავებულ მარტინის დააგემოვნებს ბონდი.

ცხადია, კონტრაქტის დეტალები ჩვენთვის უცნობია. თუმცა ის კი ვიცით, რომ “სპექტრში” Belvedere-ის გარდა მაყურებელი კიდევ ბევრი ბრენდის Product Placement-ს იხილავს, ანუ ფილმში სხვადასხვა ბრენდი იქნება გარეკლამებული. 

პირველი ფილმი, სადაც ბონდმა ანუ შონ კონერიმ ლიმონის კანით გაფორმებული კოქტეილი შეუკვეთა, 1964 წელს გამოსული ფილმი “გოლდფინგერი” იყო. ბრიტანელმა მკვლევარებმა გულდასმით შეისწავლეს აგენტ 007-ზე შექმნილი ყველა წიგნი და დაასკვნეს, რომ ბონდი ზომაზე მეტს სვამდა. მათი დასკვნით, ბონდს რეალობაში მართლაც ამდენი ალკოჰოლური სასმელი რომ დაელია, სულაც ვერ იქნებოდა სუპერაგენტი - დიდი რაოდენობით ალკოჰოლი მის სახიფათო სამსახურს სულაც არ წაადგებოდა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.