გამოქვეყნებულია: 14 აგვისტო, 2009 - 14:20
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში 300 ჰექტარი ვენახი გაიჩეხა – ამის შესახებ რადიო „ჰერეთს“ ინტერნეტ გაზეთ „ქიზიყიდან“ აცნობეს.
მოსახლეობამ ვენახის გაჩეხვის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრაზეც ისაუბრა. ადგილობრივი ავთო ჭიღაძის თქმით, ვაზის გაჩეხვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ აღარ არსებობს სარწყავი სისტემები, ამის გამო კი ვენახი მოუსავლიანი გახდა.
ავთო ჭიღაძე სხვა მიზეზებზეც საუბრობს. კერძოს მისი თქმით, 1 ჰექტარი ვენახის შეწამვლა 500 ლარი უჯდება, რისი საშუალებას გლეხებს არა აქვთ. ამასთან, მოყვანილი ყურძნის რეალიზება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს.
მიუხედავამ ამისა, დედოფლისწყაროს გამგეობა წელს მევენახეებს აქტიურ თანადგომას და ქარხნებთან შუამდგომლობას პირდება.
რადიო "ჰერეთი"
თქვენი კომენტარი