Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მწვანე, ვინოტერა, 2008

17.20 ლარი

კახური ტიპის, ქვევრში დაყენებული ღვინო სამწუხაროდ ჯერ კიდევ იშვიათობაა ქართული ღვინის ბაზარზე, თუმცა უკანასკნელი მონაცემებით, ასეთი ღვინოების რაოდენობა წლის ბოლოსთვის შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც. ვინოტერამ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ისევ ჩამოასხა ქვევრში, კახურად დაყენებული მწვანე და სულ რაღაც 2 კვირის წინ ღვინო მაღაზიებშიც გამოჩნდა. ყურძენი ნაფარეულის ზონაშია დაკრეფილი, ქვევრში დუღილისა და დავარგების შემდეგ 6 თვე მუხის კასრებშიც გაატარა ღვინომ, რის შედეგადაც ძალზე მკვეთრი და დასამახსოვრებელი გემოს ღვინო დადგა. ღია ქარვისფერია, მკრთალი სხივით. სურნელებში ყველაფერს ფეიხოას პიკანტური, დახვეწილი არომატი განსაზღვრავს, დაბოლოებაში კი ხაზგასმით მოჩანს შავი პილპილის და სხვა სანელებლების ტონები. ღვინო საუკეთესო მისაყოლებელი იქნება სოკოსთან, მოხარშულ ხორცთან, სუნელებში შემწვარ თევზთან, ღორის ჩალაღაჯთან.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







StatCounter - Free Web Tracker and Counter