საჭირო მასალა: 120 მლ. რძე, 45 გ. (1 ნაჭერი), ახალი საფუარი, 150 გ, შაქარი, 500 გ ფქვილი, 200 გ. დარბილებული კარაქი, 5 ცალი კვერცხი, 1 მწიკვი მარილი, 50 გ. ქისმიში, 100 გ. ფორთოხლისა და ლიმონის ცუკატები, 1 კვერცხის გული, 2 ს.კ. ნუში.
მომზადება: 24X24 სმ. ფორმაში ჩავფინოთ ქაღალდი და წავუსვათ კარაქი. თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და დავუმატოთ 2 ს.კ. შაქარი, 100 გ. ფქვილი გადავაფაროთ ტილო და დავდგათ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. კვერცხი, შაქარი და მარილი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კარაქი. აფუებულ აპარას შევაზილოთ ჯერ დარჩენილი ფქვილი, შემდეგ გათქვეფილი მასა და ბოლოს ქიშმიში და ცუკატები. ცომი ვზილოთ 30 წუთის განმავლობაში, ჩავდოთ თასში და დავდგათ თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. ცომი რომ ამოვა, მოვათავსოთ ფორმაში და კიდევ დავდგათ ასაფუებლად, შემდეგ წავუსვათ წყალში არეული კვერცხის გული, მოვაყაროთ ნუში და გამოვაცხოთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი