Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

25 ჯილდო Texsom International Wine Award-ზე

TEXSOM international Wine Awards აშშ-ში 38 წელია რაც იმართება. წელს ღვინოებს 39 ჟიურის წევრი აფასებდა. Texsom Awards კონკურსზე ღვინოები ადგილწარმოშობისა და ტიპის მიხედვით ფასდება. „კონურსზე ღვინოების გასინჯვა ჩვენი დიდი პასუხისმგებლობაა. ვინაიდან ჩვენ, პროფესიონალებს, ღვინოსთან სხვადასხვა გზები გვაკავშირებს, გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ ჩვენი შენიშვნები, პოზიციები ერთმანეთისას. ეს დიდ გამოცდილებასა და მახვილგონივრულობას გულისხმობს, რათა თითოეულ ღვინოს სამართლიანოდ მივაგოთ მისი კუთვნილი ჯილდო“. - აღნიშნავს კონკურსის დიდი ხნის ჟიურის წევრი, QWUS Market Experience-ის დამფუძნებელი, ნორა ფეველუკსი.

ჟიური წელსაც, ისევე, როგორც შარშან, ოთხ ნაწილად გაიყო. ოთხივე „განყოფილებაში“ არის Texsom Awards-ის წარმომადგენელი, ეს კი მსჯელობისა და ჩანაწერების პროცესის ხელშეწყობისთვის. ღვინოები შეაფასეს ღვინის ექსპერტებმა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დეგუსტაციის სფეროდან, ოსტატმა სომელიეებმა და სერტიფიცირებულმა ენოლოგებმა.

ღვინოებს წელს ჟიურის რჩეულის, პლატინის, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები გადაეცათ. ერთ-ერთი ჟიურის წევრი, მაიკლ მაკკლენონი, მიიჩნევს, რომ კონსესუსის დებატებისა და შთაბეჭდილებების გაცვლის შემდეგ მიიღწევა: „ჩვენი რწმენები, მოსაზრებები და შეხედულებები მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშეა. ერთი რამ, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ ჟიური ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავის მწარმოებლების ადგილზე დაყენებას და მათი ყველა დეტალის გათვალისწინებას“.

მთლიანობაში ჟიურიმ 974 მედალი გამოავლინა, 44 “ჟიურის რჩეული” ღვინო, 58 პლატინა, 126 ოქრო, 436 ვერცხლი და 310 ბრონზე. საქართველომ 25 ჯილდო დაიმსახურა. მათ შორისაა 1 პლატინა “კასრელიდან”, Erekle’s Wine, 2020 წლის მოსავალი.

ოქრო

”ბაიას ღვინო”, ციცქა ცოლიკოური, 2021.

”ბარბალეს მარანი”, ცოლიკოური, 2021.

”კაპისტონი”, ჩინებული, ქვევრის გაუფილტრავი ნატურალური ღვინო, 2019.

”მილდიანი”, ბუკეტი, ხიხვი ქვევრი, 2018.

”მუკადო”, საფერავი-ხიხვი, 2020.

ვერცხლი

”ასკანელი”, დორა, საფერავი, 2017.

”დუგლაძე”, ოცხანური საფერე, 2021.

”ეთნო”, კახური მწვანე-რქაწითელი, გაუფილტრავი, 2020.

”მტევინო”, საფერავი, 2021.

”ორგო”, საფერავი, 2021.

”ქარვანი”, ქისი-ხიხვი-მწვანე, 2020.

”შუმი”, ვინობიზა ბიო საფერავი, 2014.

”სტორი”, რქაწითელი, გაუფილტრავი, 2014.

”თელიანი ველი”, winery97, 2022.

”თელიანი ველი”, Winery 97, 2022.

ბრინჯაო

”დილა-ო”, რქაწითელი-მწვანე, 2022.

”დუგლაძე”, უსახელოური, 2018.

”მარნაველი”, საფერავი, 2019.

”მარნაველი”, რქაწითელი დავარგებული კასრში, 2020.

”მოსმიერი”, ქისი, 2022.

Silk Road Wines, Rose Sec, 2022.

Silk Road Wines, ქისი, 2020.

”ჭოტიაშვილი”, ქისი ქვევრი გაუფილტრავი, 2016.

”თელიანი ველი”, ცოლიკოური, განსაკუთრებული გამოშვება: Winery 97, 2022.

შედეგებს გაეცანით აქ

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.