Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრიტანეთში ალკოჰოლიზმთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი შეიმუშავეს

ბრიტანეთის ხელისუფლებამ ალკოჰოლური სასმელების მოყვარულთა დასაფრთხობად ახალ მეთოდს მიმართა, რომელიც განსაკუთრებით ეფექტური ქალბატონებისათვის იქნება, რადგან ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელის იარლიყზე კალორიების რაოდენობა უნდა აღინიშნოს. ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლის მოყვარულებს კალორიების რაოდენობა დააფრთხობს და ბევრს აღარ დალევენ. საქველმოქმედო ფონდ DrinkAware-ის მიერ ჩატარებული კვლევისას აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას წარმოდგენაც არა აქვს, რამდენ კალორიას შეიცავს ესა თუ ის სასმელი. მათმა უმრავლესობამ კარგად იცის, რომ ჩიზბურგერი ნოყიერი საჭმელია, თუმცა მხოლოდ მესამედმა იცის, რამდენ კალორიას შეიცავს ერთი ჭიქა ღვინო. ვინც არ იცის, შევახსენებთ, რომ 175 მლ ღვინო შეიცავს 130 კალორიას – იმდენივეს, რამდენსაც ორი ნაჭერი ნამცხვარი, ერთი კათხა ლუდი – 250 კალორიას, რაც პიცის ერთ ნაჭერს უდრის, ხოლო 25 მლ მაღალალკოჰოლურ სასმელში 56 კალორიაა, ანუ იმაზე მეტი, რასაც ნაღებიანი ყავა შეიცავს (47 კალორია). ასევე საკმაოდ კალორიულია ერთ ჭიქა ჯინი ტონიკით – 125 კალორია, ერთი ბოთლი ღვინო კი საშუალოდ 555 კალორიას შეიცავს. ექსპერტები განმარტავენ, რომ სასმელის მოყვარულები ხშირად მიირთმევენ ასევე მაღალკალორიულ მისაყოლებლებს – ჩიპსებს, მარილიან თხილს, შაურმას... საერთო ჯამში კი, მთელი თვის განმავლობაში ისინი იღებენ ზედმეტ 2000 კალორიას – ეს კი იგივეა, ერთ თვეში 38 ულუფა როსტბიფი რომ მიირთვათ. საბოლოოდ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კვების პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიებთან ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც მწარმოებლები ბოთლის იარლიყზე, სხვა ინფორმაცასთან ერთად, კალორიების რაოდენობასაც მიუთითებენ.

სახელმწიფოსაგან დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას უკვე შეუდგა სუპერმარკეტების რამდენიმე ქსელი - Asda, Sainsbury's დაTesco. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის ანა სოუბრაის თქმით, წლის ბოლოს სასმელების 80%-ს, რომელიც მაღაზიის თაროზე იდება, მიკრული ექნება იარლიყი, რომელის საშუალებითაც მომხმარებლები, სხვა დანარჩენთან ერთად, კალორიების რაოდენობის შესახებაც მიიღებენ ინფორმაციას.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.