Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თურქული და ისრაელის ღვინოების წარმატება საერთაშორისო კონკურს Emozioni dal Mondo-ზე

იტალიაში, ლომბარდიის ქალაქ ბერგამოში უკვე მეათედ ჩატარდა ღვინის საერთაშორისო კონკურსი Emozioni dal Mondo Merlot e Cabernet Insieme. 17 ქვეყნის წარმომადგენლებმა ჟიურის მერლოს, კაბერნე სოვინიონისა და კაბერნე ფრანის 209 ღვინო წარუდგინეს. OIV-ის (ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაცია) წესების მიხედვით, ღვინოების მხოლოდ 30%-ს მიენიჭა ჯილდო. ოქროს მედლები გადაეცა თურქულ Corvus Sarapcilik 2006, Bozcaada Island-სა და ისრაელის Ella Valley Vineyards Cabernet Franc 2007, Judean Hills-ს. გაცემული 62 ოქროს მედლიდან 41 იტალიურ ღვინოებს ერგო, 8 – ხორვატულს, 3 – ისრაელისას, 2-2 მედალი კი სერბეთიდან და მონტენეგროდან ჩამოტანილ ღვინოებს ხვდა წილად. თითო მედალს დასჯერდა რუმინეთი, არგენტინა, საქართველო, ბულგარეთი და საფრანგეთი. ქვემოთ ჩამოთვლილმა ღვინოებმა კი პირველად მოიპოვეს Emozioni dal Mondo Merlot e Cabernet Insieme-ს მსაჯების აღიარება:

- Weingut Anselmann Deutscher Qualitatswein Pfalz Merlot 2012

- Weingut Anselmann Germania Deutscher Qualitatswein Edesheimer Ordensgut Rosè Merlot

Weißherbst Trocken 2012

- Vinogradarstvo – Podrumarstvo Krauthaker Croazia Kvalitetno Vinogorje Kutjevo Merlot 2012

- Maso Roveri Di F.Lli Anzelini Italia Igt Vigneti Delle Dolomiti Piam Ros 2011

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.