Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსხლის ნამცხვარი

მე ყოველთვის ტარტატენის გულშემატკივარი ვიყავი. ეს ფრანგული დესერტია, რომელიც კარამელში ღრმად ჩაფლულ ვაშლსა და პურის ნაზ ქერქს შეიცავს. ახლა კი მზად ვარ, მისი ამერიკელი ბიძაშვილი წარმოგიდგინოთ!

ჩემს ბავშვობაში მას ანანასით ამზადებდენ. ახლა კი, მცირე გაყალბების ხარჯზე, ნამცხვარი მსხლით მოვამზადოთ.
დამწყებებს ეს რეცეპტი უცნაურად მოეჩვენებათ, მაგრამ ასეა: მზდებას ხილით ვიწყებთ. ნამცხვრის ფსკერზე მსხალია, ცომი კი ზემოდან ადევს. როდესაც მომზადდება, ნამცხვარს ქვაბიდან ამოიღებ და აღმოჩნდება, რომ ხილი თავზე მოექცა. მთელი საიდუმლო ბლომად კარაქში, შაქარსა და, საჭიროების შემთხვევაში, ნეკერჩხლის სიროფშია. საბოლოო პროდუქტის ფერი ოქროსფერიდან მოწითალოში გარდამავალი უნდა იყოს.
მსხლის ნაჭრები - ხან მწკრივში, ხნაც უსწორ-მასწოროდ დააწყვეთ. ზოგიერთი მსხალი უფრო წყლიანია, ვიდრე სხვა. ასე რომ, გადაბრუნებისას ფრთხილად იყავით, ხელი არ დაიწვათ. თუკი მსხალს სითხე დააკლდა, ნამცხვარი სიროპით დანამეთ. ეს მას უფრო რბილსა და მადისაღმძვრელს გახდის.
 
შემადგენლობა:
11 სუფრის კოვზი კარაქი
3/4 ჭიქა ნეკერჩხლის სიროფი
1/4 ჭიქა ყავისფერი შაქარი
3-4 ცალი მსხალი, გათლილი და თხლად დაჭრილი
3/4 ჭიქა გრანულებიანი შაქარი
1 ჩაის კოვზი ვანილი
2 მოზრდილი კვერცხი
ჭიქანახევარი ფქვილი
ჩაის კოვზნახევარი საფუარი
1/4 ჩაის კოვზი მარილი
ნახევარი ჭიქა რძე
 
მომზადების წესები:
1.      დააყენეთ ღუმელი მაღალ ტემპერატურაზე. გაადნეთ 3 სუფრის კოვზი კარაქი პატარა ქვაბში. დაამატეთ ნეკერჩხლის სიროპი და ყავისფერი შაქარი. ურიეთ მანამ, სანამ შაქარი გადნება. სითხე კიდევ 2 წუთს ადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და ცოტა ხნით გააჩერეთ. როდესაც ოდნავ შეგრილდება, დაასხით 20-სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე ქვაბში და თავზე მსხლის ნაჭრები მოაწყეთ.
2.      ხელით ან მიქსერით გათქვიფეთ დარჩენილი 8 სუფრის კოვზი კარაქი და შაქარი. ნარევი ფაფუკი უნდა გახდეს. დაუმატეთ ვანილი და კვერცხი და თქვეფა განაგრძეთ. ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ფქვილი, საფუარი და მარილი.
3.      ფქვილიანი ნაზავი შეურიეთ კარაქიან ნაზავს და დაუმატეთ რძე. ფრთხილად გადაუსვით თხელი ცომი მსხალს. გააჩერეთ ღუმელში მანამ, სანამ ზედაპირი შეყავისფრდება და ნამცხვრის კიდეები ტაფას ძალდაუტანებლად მოცილდება. ამას, დაახლოებით, 50 წუთი დასჭირდება. ნამცხვრის შუაგულში ასანთის ღერს რომ ჩაარჭობთ, სუფთა უნდა ამოვიდეს. მხოლოდ ამის შემდეგ გადმოიღეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ 5 წუთით.
4.      ნამცხვრის კიდეებს დანა შემოატარეთ, ქვაბს განიერი თეფში დაადეთ და ამოატრიალეთ ისე, რომ თეფში ქვემოთ მოექცეს, ქვაბი – ზემოთ. მიირთვით ცხლად ან ოთახის ტემპერატურაზე.
 
მომზადების ხანგრძლივობა: 90 წუთი.
რაოდენობა: 8-10 ულუფა.
 
© New York Times News/ გაზეთი იბერია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული