Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმის ასოციაცია და TNT მარნებს „ხელიდან ხელში“ ექსპორტის სერვისს სთავაზობს

არაერთ მცირე და საშუალო მარანს დღემდე დიდ დაბრკოლებებს უქმნის ღვინის ექსპორტის თანამდევი ბიუროკრატიული პრობლემები, რაც ღვინის მწარმოებლების მხრიდან სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას მოითხოვს. 2 მარტს ღვინის ტურიზმის ასოციაციამ გადამზიდავ კომპანია TNT-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც, სწორედ, აღნიშნული სირთულეების დაძლევაზე და ღვინის ექსპორტის პროცედურულ გამარტივებაზეა ორიენტირებული. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ღვინის ტურიზმის ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ელენე ბუხაიძემ და კომპანია TNT-ს გენერალურმა დირექტორმა, ნინო მენთეშაშვილმა. 

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში ღვინის  ტურიზმის ასოციაცია დაინტერესებულ მარნებს სთავაზობს კომპანია TNT-ს მომსახურების სპეციალურ პირობებს, მათ შორის, საქართველოდან საერთაშორისო გზავნილების „ხელიდან ხელში“ მიწოდების სერვისს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. 

„მოლაპარაკება რომელიც ასე წარმატებით შედგა ღვინის ტურიზმის ასოციაციასა და TNT-ს შორის დიდი ნახტომი იქნება ღვინის ექსპორტის განვითარებისთვის . „კარიდან კარამდე“ სერვისი უზრუნველყოფს ყველა იმ ბიუროკრატიული და ლოჯისტიკური პრობლემების გაიოლებას რაც ზოგადად ტრანსპორტირებას თან ახლავს. მხოლოდ ღვინის ტურიზმის ასოციაციის მეშვეობით შეუძლია მეღვინეს ღვინის გადაზიდვის დროს „კარიდან კარამდე“ სერვისის განსაკუთრებული შემოთავაზების მიღება, ჩვენც ჩვენს პოზიციებს ვამყარებთ და მიღწეული მოლაპარაკებას და შემოთავაზებული პირობების ექსკლუზივით ვსარგებლობთ“ - აღნიშნავს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლევან ჩუბინიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში. 

ღვინის ტურიზმის ასოციაციისა და კომპანია TNT-ს ურთიერთთანამშრომლობის ზოგადი მიზნები ითვალისწინებს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და მცირე და საშუალო მეღვინეობების ბიზნესის ხელშეწყობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული