გამოქვეყნებულია: 14 დეკემბერი, 2008 - 15:18
2008 წლის მარტში ავსტრალიის, აშშ-ს, სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის მეღვინეებმა საიდუმლო მოლაპარაკება გამართეს და გადაწყვიტეს Vinexpo-ს ალტერნატივის დაწესება.
ისინი ცდილობენ, მოიზიდონ ღვინის ბაზრის ცნობილი წარმომადგენლები და მონაწილეობა მიაღებინონ ახალ ექსკლუზიურ ღვინის შოუში, რომელიც ევროპის რომელიმე დიდ ქალაქში გაიმართება, Vinexpo-სგან განსხვავებით, რომელიც ქალაქ ბორდოში ტარდება.
შოუ ივნისის პირველ რიცხვებში გაიმართება, ორ წელიწადში ერთხელ. თუმცა მისი ჩატარების ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი სექტემბერ-ოქტომბერიც არის ლონდონში. Wines of Chile-ის ბრიტანული წარმომადგენლობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ Vinexpo-ს ორგანიზატორები ფრანგულ ღვინოებს აშკარად უპირატესობას ანიჭებენ და ეს უსამართლობაა. ახალი სამყაროს ღვინოები ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული.
vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი