Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ბუნებრივი ღვინის დღე“ აღინიშნა

19 ივლისს ბუნებრივი ღვინის ასოციაციამ, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და GIZ-ის „სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარებისა და პროფესიული განათლების პროგრამასთან” (PSDTVET) ერთად „ბუნებრივი ღვინის დღე“ აღნიშნეს. შეხვედრა გაიმართა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლების პროგრამა სამხრეთ კავკასიაში“ მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) სახელით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში ღვინის, ტურიზმისა და მშენებლობის სფეროში კერძო სექტორის განვითარებასა და პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას.

ღონისძიების მიზანი ყურძნის და ღვინის მწარმოებლების გაძლიერება, მათი წარმოებისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ბიო-ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის მარნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ღვინის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ხელი მოეწერა GIZ PSD TVET-სა და ბუნებრივი ღვინის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

ღონისძიებას ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრები, დარგის ექსპერტები, ღვინის ეროვნული სააგენტოს, GIZ-ის და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ღვინის სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა "ვენახების ეროვნული კადასტრი" და "ახალი ვენახის დაგეგმვა და განვითარება".

როგორც იცით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს საქართველოს ვენახების კადასტრის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ვენახების და ღვინის წარმოების მართვისა და კონტროლისთვის საჭირო, განახლებადი საინფორმაციო სისტემის შექმნას, რომლის ძირითადი მიზანია ყურძნის და ყურძნისეული პროდუქტის მონიტორინგი. საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.

აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო გამოცდილებასა და ჰარმონიზებული უნდა იყოს ევროკავშირში მოქმედ კანონმდებლობასთან. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ვენახების ეროვნული კადასტრის პროგრამის განხორციელებაში CIM-ის ინტეგრირებული ექსპერტი ანა ლუჟი ჩაერთო.

კადასტრის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს ვენახების კადასტრის აგებისა და ფუნქციონირების კონცეფცია, დამუშავდა საკადასტრო დოკუმენტების ნაკრები, შეირჩა მონაცემთა ელექტრონული ბაზა, სადაც თავს მოიყრის საკადასტრო ინფორმაცია. საქართველოში ანალოგიური სისტემა აქამდე არ არსებობდა. ვენახების კადასტრის სისტემა ეფექტურად მუშაობს ევროკავშირის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მევენახეობა-მეღვინეობაა განვითარებული. საკადასტრო ბაზის არსებობა აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გადაწყვეტილებების მისაღებად, რთველის პროცესის სწორად დასაგეგმად, ღვინის წარმოებისა და მისი მოძრაობის მონიტორინგისთვის, ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს რეგულირებისათვის.

© საქართველოს ღვინის კლუბიღვინის ეროვნული სააგენტოღვინისსაინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული