Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

14 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ში მონაწილე კომპანიები ცნობილია

2016 წელს საქართველოს ღვინის კლუბი  უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას.

ფესტივალის პირველ დღეს, 13 მაისს, საქართველოს ღვინის კლუბი მოაწყობს დახურულ დეგუსტაციას, რომლის თემა იქნება ქვევრის ღვინოები საქართველოს ფარგლებს გარეთ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქვევრის ღვინოები საფრანგეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, გერმანიიდან და ავსტრიიდან.

14 მაისს ახალი ღვინის ფესტივალი ტრადიციული ფორმატით ჩატარდება მთაწმინდის პარკში. 11:00-დან 18:00 საათამდე მცირე / ოჯახური, საშუალო და დიდი მარნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ფესტივალის სტუმრებს წარუდგენენ 2015 წლის მოსავლის ღვინოებს. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე საშუალება ექნებათ დააგემოვნონ საუკეთესო ღვინოები. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016-ის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ. თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს რადიო უცნობი, რადიო JAKO FM, რადიო თბილისი, "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

წინასაფესტივალო სამზადისში წელს ძალიან დიდი ინტერესი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო  მარნების მხრიდან. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ახალი მცირე და საშუალო ღვინის კომპანიები, რომლებიც პირველად გამოდიან ფესტივალზე კომპანიის სტატუსით. თუმცა კომპანიების უმეტესობას არაერთხელ მიუღია ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა, როგორც საოჯახო მარნებს.

2016 წლის ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 77 ღვინის კომპანიის მიერ 2015 წლის მოსავლის საუკეთესო ღვინოები:

  1. ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის მანუფაქტურა კარდენახი
  2. ალაფიანის მარანი
  3. ალექსანდრე დისტილერი
  4. ალექსი ციხელიშვილის მარანი
  5. ამირან ვეფხვაძის მარანი
  6. არჩილ გუნიავას მარანი
  7. ასკანელი ძმები
  8. ასოციაცია ქვევრის ღვინო
  9. ბაგრატიონი 1882
  10. ბაბანეურის მარანი
  11. ბექა გოცაძის მარანი
  12. ბიჭების მარანი
  13. გაიოზ სოფრომაძის მარანი
  14. გიუაანი
  15. გოგიტა მაკარიძის მარანი
  16. გოჩას ღვინო
  17. დემი
  18. დო რე მი
  19. დუგლაძეების ღვინის კომპანია
  20. ვაზიანი
  21. ვაზი +
  22. ვარციხის მარანი
  23. ვასაძის მარანი
  24. თბილღვინო
  25. თელავის ძველი მარანი
  26. თელიანი ველი
  27. იბერიელი
  28. იკა ვაინ
  29. იმერული ღვინის კომპანია
  30. კახა ბერიშვილის მარანი
  31. კახური
  32. კახური ღვინის მარანი
  33. კეროვანი
  34. კიდევ ერთი
  35. კონჭო და კო
  36. კორტავების მარანი
  37. კორპორაცია ქინძმარაული
  38. ლოლაძის ღვინო
  39. ლუკასი
  40. მადამ ვაინი
  41. მილდიანი
  42. მარანი სანავარდო
  43. ნაოტარი
  44. ნაოტრები
  45. ნიკა ბახიას მარანი
  46. ნიკალას მარანი
  47. ნიკოლოზ ანთაძის მარანი
  48. ნოდარ ბაღაშვილის მარანი
  49. ოქროღვინო
  50. რამაზ ნიკოლაძის მარანი
  51. საგვარეულო მარანი
  52. საოჯახო მარნების გაერთიანება
  53. საქართველოს სული
  54. საწნახელი
  55. სიმონ ჩხეიძის მარანი
  56. საქართველოს სომელიეთა ასოციაცია
  57. სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
  58. სტორი
  59. ტოგონიძის ღვინო
  60. ტყუპების მარანი
  61. ფაფრის ველი
  62. ქართული ღვინოები
  63. ღვარძელაშვილის მარანი
  64. ღვინის აკვანი
  65. ღვინის კომპანია თითა
  66. ღვინის ტურიზმის ასოციაცია
  67. შალაურის მარანი
  68. შალვინო
  69. შუმი
  70. ჩვენი ღვინო
  71. ჩვენი ოჯახის ღვინო
  72. ძმების მარანი
  73. ხოხბის ცრემლები
  74. ჯაყელების ღვინო
  75. VD Usakhelauri
  76. Vita Vinea
  77. Georgian Brothers Winery

ღვინის კომპანიებთან ერთად ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან სხვა კომპანიები და მეწარმეები:

  1. შვიდი
  2. პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები
  3. კოლორპაკი
  4. ბადაგი
  5. სათემო კავშირი ნუკრიანი
  6. თანამედროვე და ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ნათია ცერცვაძე
  7. ხის ხელნაკეთი ღვინის ყუთები, დიმიტრი ჯუჯუშვილი
  8. ქართული ხორბლის პური
  9. სასწავლო შემოქმედებითი სახელოსნო ტრადიციული მოდის სახლი.

რაც შეეხება ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნებს, წელს უპრეცედენტო რაოდენობის ღვინის ნიმუში შემოვიდა, დაახლოებით 342 ღვინის სახეობა. ღვინის კლუბი  დეგუსტაციის შედეგად გამოავლენს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც ფესტივალზე იქნებიან წარმოდგენილი. დეგუსტაციის შედეგები ცნობილი იქნება ფესტივალამდე 2 კვირით ადრე.

ახალი ღვინის ფესტივალი 2016 ტრადიციულად დაიწყება ქვევრის საზეიმო გახსნით. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს რეზო კიკნაძის ჯაზბენდი, „ბენდი ნალი“ და ფოლკლორული ანსამბლი "დიდგორი"; გათამაშდება საუკეთესო საფერავით სავსე სასაჩუქრე კასრები.

თუკი ღონისძიების მასშტაბებს თვალს გადავავლებთ, პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს ჩატარდა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო გასულ 2015 წელს ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 105 სუბიექტი. ახალი საფესტივალო სივრცის თაობაზე საქართველოს ღვინის კლუბმა გადაწყვეტილება მიიღო მონაწილეობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობიდან გამომდინარე. 

2015 წელს ახალი ღვინის ფესტივალმა უმასპინძლა 20 000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ვიზიტორებს შორის შეინიშნებოდა ახალგაზრდების სიმრავლე. გასულ წელს ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, თითქმის ყველა დიდი მწარმოებელი კომპანია, ასევე, მცირე მარნები და მევენახე გლეხები, რომელთა ღვინოები „საქართველოს ღვინის კლუბმა“ საგანგებო შერჩევის შედეგად რეგიონებში გამოავლინა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ, მათმა დიდმა ნაწილმა, ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საკუთარი წარმოება განავითარა და თანდათან მკვიდრდება ქართულ ბაზარზე.

გასულ წელს „ახალი ღვინის ფესტივალი“ უცხოურ მედიაში 20-მდე პუბლიკაციაში - ბლოგპოსტებში, სტატიებსა და რადიოგადაცემებში გაშუქდა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.