Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი მოშუშული სტაფილოთი

ქათამი ასო-ასო ავქნათ, მარილი შევაზილოთ და ტაფაზე 100 გრამ ცხიმში (ერბოში ან კარაქში) შევბრაწოთ. შებრაწული ნაჭრები ცალკე გადავაწყოთ. დარჩენილ ცხიმში მოვწალოთ („მოწალვას“ დასავლეთ საქართველოში მოთუთქვას ეძახიან) 500 გრამი რგოლებად დაჭრილი სტაფილო. მოწალულ სტაფილოს დავუმატოთ ერთი-ორი სუფრის კოვზი წინასწარ შეწითლებამდე მოხალული ფქვილი და შავი პილპილი, დავასხათ ცხელი ბულიონი ან წყალი ისე, რომ დაფაროს და წამოვადუღოთ. ჩავაწყოთ შიგ ქათმის ნაჭრები და 5–10 წუთს კიდევ ვადუღოთ. შემდეგ გამოვრთოთ და სუფრაზე მიტანის წინ 5-7 ღერი წვრილად დაჭრილი ოხრახუში მოვაყაროთ – ძალიან გაალამაზებს!

რჩევა # 1
ქათამი, რა თქმა უნდა, ახალდაკლული აჯობებს, მაგრამ თუ არა გაქვთ, რას იზამ, გაყინულიც გამოდგება.

რჩევა # 2
ქათამი (და გოჭიც) არამც და არამც არ დაჭრათ სეკატორით ან მაკრატლით, თორემ გააფუჭებთ, ხორცი კი ცოდოა. ყოველი ნაჭერი სახსარზე გადაჭერით – არ არის ძნელი. დანა სად დაუსვათ, სახსრის ყვითელი ზოლი და თვითონ ნაჭრის მოძრაობა მიგახვედრებთ.
 
©ვ.კიკილაშვილი/ა.ჭაბაშვილი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.