Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოსტნეულის წვნიანი პასტა ნიოკით

საჭირო მასალა: წვნიანისთვის – 80 გ ხახვი, 2 კბილი ნიორი, 150 გ სტაფილო, 150 გ ნიახურის ძირი, 150 გ მიწავაშლა, 1 ჩ.კ. ხმელი ბეგქონდარა, 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 0,5 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 2 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, 100 გ პასტა ნიოკი, 150 გ პრასი, მწიკვი შაქარი, მარილი, პილპილი – გემოვნებით. ვინეგრეტისთვის – 80 გ ქამა სოკო, 60 გ ხახვი, 1 პატარა კონა მწვანე ხახვი, 8 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ს.კ. თეთრი ღვინის ძმარი, მარილი, პილპილი, შაქარი – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ, სტაფილო, მიწავაშლა და ნიახური 1 სმ ზომის ნაჭრებად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და საშუალო ტემპერატურაზე 2-3 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ მომზადებული ბოსტნეული და კიდევ 5 წუთი ვშუშოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შაქარი. შევურიოთ ტომატპასტა, დავასხათ ბულიონი, ძმარი, მოვაყაროთ ბეგქონდარა და თავდახურული 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ დაბალ ტემპერატურაზე. დავუმატოთ პასტა და კიდევ 15 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. ამასობაში ვინეგრეტი მოვამზადოთ: წვრილად დავჭრათ სოკო, ხახვი, მწვანე ხახვი და დავასხათ წყლის, ზეთის, ძმრის, მარილის, პილპილისა და შაქრის ნარევი. მომზადებამდე 2-3 წუთით ადრე წვნიანში მოვათავსოთ დაჭრილი პრასი და კიდევ 1-2 წუთი ვადუღოთ. სუფრაზე გატანის წინ წვნიანს შევურიოთ  სოკოს ვინეგრეტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული