Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ინგლისურად

საჭირო მასალა: 1 კგ მოხარშული ქათამი, 1 თავი ხახვი, 1 ს.კ. ზეთი, 0.5 ს.კ. კარის პასტა, 0.5 ჭიქა ტომატის პიურე, 50 მლ წითელი ღვინო, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ლიმონის წვენი, 2 ნაჭერი დაკონსერვებული გარგარი, 150 გ მაიონეზი, 50 მლ მაღალპროცენტიანი ნაღები, მარილი, პილპილი, წიწმატი მოსართავად.
მომზადება: მოხარშული ქათამი დავჭრათ. ტაფაზე ზეთში 3 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. დავუმატოთ კარის პასტა, ტომატის პიურე, წითელი ღვინო, დაფნის ფოთოლი, ლიმონის წვენი და 10 წუთის განმავლობაში თავახდილი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დაკონსერვებული  გარგარი გავთქვიფოთ ბლენდერში. მაიონეზს შევურიოთ გარგარის პიურე და დავუმატოთ ტომატიან სოუსს. ავთქვიფოთ ნაღები, დავუმატოთ სოუსს, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მოვასხათ ლიმონის წვენი და შიგ ჩავაწყოთ მოხარშული ქათმის ნაჭრები. სუფრასთან მივიტანოთ წიწმატთან ერთად.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.