Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თურქული სუფი "ეზო გელინი"

10 ჭიქა წყალი (ჩაის ჭიქა არა, უფრო პატარა, დაახლოებით მისი ნახევარი) ავადუღე, ჩავყარე მარილი და 1 სავსე ჭიქა წითელი ოსპი და 2/3 ჭიქა ბულგური (ორივე თურქულ მარკეტში ვიყიდე). ვადუღე ნახევარი საათი. დაახლ. 5 წუთი რომ დარჩა ამ ნახევარი საათის გასვლამდე, პატარა ქვაბში გავადნე 1 სუფრის კოვზი კარაქი 2 სუფრის კოვზ ზეთთან ერთად, ნელ-ნელა ჩავყარე 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და თან მუდმივად ვურევდი, რომ არ დაკორკოშებულიყო. ამ მასამ ფერის რომ შეიცვალა და ყავისფერში გადასვლა დაიწყო, ჩავუმატე ტომატის პასტა, დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი. კარგად ვურიე. დავუმატე წითელი წიწაკა და 3 სავსე სუფრის კოვზი ხმელი პიტნა. თან გამუდმებით ვურევდი, რომ არ მიეწვა, ძალიან  სქელი მასა გამოდის და ფრთხილად უნდა იყოთ.  მერე დაბალ ცეცხლზე ნელ-ნელა შევურიე ერთმანეთს ეს ტომატიანი და ბურღულეული მასები, რომლებიც კარგად უნდა გაიქნას ერთმანეთში,  კორკოშების გარეშე. ბოლოს გემოვნებით შეგიძლიათ პილიპილი და მარილი კიდევ დაუმატოთ.

აქ მთავრდება მომზადების პროცესი. თურქულ რესტორანში ისეთი მასა მოაქვთ, ვერ გაარჩევ საერთოდ, რომ ბურღულეულია, იმიტომ, რომ როგორც მივხვდი, ამ მზა მასას ბლენდერში ატარებენ და თხელი, ბლინების ცომივით სისქის არის. ხოლო დაუბლენდერებელში ოდნავ მოჩანს ძალიან წვრილი ბურღულეულის არსებობა.
დაბოლოს, ღრმა ფიალაში რომ ამოიღებთ პორციას, მირთმევის წინ, ლიმონი ჩააწურეთ, ძალიან უხება.
 
© Breaky

 



tu shegidzlia mitxari sad aris turquli marketi sadac iyide bulguri? :(

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული