Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ინდუსტრია დაბრკოლებების წინაშე - გარემოსდაცვითი საკითხები და ცვლილებები ღვინის სამყაროში

სტატიაში, რომელიც db-ს (The Drinks Business) მიერ გამოქვეყნდა, ღვინის ინდუსტრიის მდგომარეობისა და 2025 წლისთვის სავარაუდო პროგნოზების შესახებ ვკითხულობთ. დევიდ ბოუმანი, Ste. Michelle Wine Estates-ის მთავარი კომერციული პირი, რომელიც ადრე Jackson Family Wines-ში აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი იყო, აღნიშნავს, რომ 2025 წელი “გადამწყვეტი პერიოდი” იქნება ღვინის ინდუსტრიისთვის.

ბოუმანი განმარტავს, რომ დღეს ღვინის ბაზარი გამოწვევებითაა სავსე, რომელთა შორის “ძირითადი დაბრკოლება ჭარბი მარაგია”. მისი თქმით, მარაგების ზრდა გამოწვეულია მომხმარებელთა მოთხოვნის შემცირებით, რაც პანდემიის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა. კოვიდის პერიოდში მომხმარებლებმა დაიწყეს სახლში საკვების მომზადება და უფრო ხარისხიანი ღვინის შეძენა, რამაც ღვინის მოხმარების დროებითი ზრდა გამოიწვია. თუმცა, ეს ზრდა არ აღმოჩნდა მდგრადი, რამაც საბოლოოდ ღვინის ჭარბ წარმოებას შეუწყო ხელო.

ბოუმანის პროგნოზით, 2025 წელს მდგომარეობა ასე თუ ისე დასტაბილურდება. ამ პერიოდისთვის, მსოფლიო ეკონომიკასა და ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში არსებული გაურკვევლობა დალაგდება, არჩევნების დასრულების შემდეგ მეტი სიცხადე იქნება და ნაკლები ბუნდოვანება ნებისმიერი მიმართულებით ამერიკელ მოქალაქეებს შორის.

ამასთანავე, ბოუმანის აზრით, უკვე დაიწყო მარაგების შემცირება, სავარაუდოდ, 2025 წლის შუა პერიოდში, ჭარბი მარაგები დიდი სავაჭრო ქსელებიდან სრულად გაქრება. ასევე,  ბევრმა კომპანიამ პანდემიის შემდეგ დიდი ინვენტარი დააგროვა, რაც ნელ-ნელა მცირდება.

ბოუმანი მიიჩნევს, რომ 2025 წელი იქნება “განახლების” წელი, როცა მომხმარებელთა განწყობა სტაბილური გახდება და ინდუსტრია პანდემიის შემდეგი ეტაპის მკაფიო სურათს დაინახავს. მისი აზრით, 2025 წელი იქნება ის პერიოდი, როდესაც ღვინის ბაზარი დაბალანსდება. ღვინის ინდუსტრიაში  მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები. აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვით და ეკო მეგობრულ ღვინის წარმოებაზე, როგორიცაა ბიოდეგრადირებადი შეფუთვა და ორგანული მიწათმოქმედება. ასევე, მოხმარებლების მზარდი მოთხოვნაუფრო მეტად გამოიკვეთება,ახალგაზრდებში უალკოჰოლო ან დაბალალკოჰოლური ღვინის პოპულარობა იზრდრბა, რაც უფრო მეტად ესადაგება თანამედროვე ცხოვრების სტილს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული