Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა დანო, მცირე მარნების ანთოლოგია (67)

 

როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

მარანი ოფიციალურად 2017 წელს ჩამოყალიბდა, მანამდე საოჯახო წარმოების სახე ჰქონდა. ამის მთავარი მოტივატორი 2017 წლის ღვინის ფესტივალზე მოხვედრა  იყო.

ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

ძირითადი ჯიში რქაწითელი გვაქვს, ასევე: კახური მწვანე, ბუეარ კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, რომლებიც შერეული სახით გხვდება რქაწითლის ვენახში. ვაზის ასაკი დაახლოებით 40 წელია. ამჟამად, მცირე რაოდენობით ვაშენებთ გრძელმტევანას, ვარდისფერ რქაწითელს, კახურ მცვივანს, ბუერას, ხიხვს, კახურ მწვანეს, სიმონასეულს, შავ რქაწითელს, საფერავს. გვსურს რქაწითლის და ზემოთ ჩამოთვლილი თეთრი ყურძნის ჯიშების კუპაჟების გაკეთება.

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

გვაქვს „ხორნაბუჯი 14“ (14 დღე ჭაჭაზე), „ხორნაბუჯი 180“ (180 დღე ჭაჭაზე), „ხორნაბუჯი წითელი“ (საფერავი, კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი), „ნონას მზიანი ღვინო“ (კახური მწვანე, ბუერა, რქაწითელი).

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

„8000 მოსავალი“, „ღვინის ბუტიკი“, „ღვინის გალერეა“, „ჯივინო“ და სხვა  ბარები, თუმცა ზოგიერთმა მოვაჭრემ მუშაობა პანდემიის გამო ვეღარ შეძლო.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ჩვენი ღვინო 2018 წლიდან ნიდერლანდებში იყიდება. დიდი მოტივაციაა, როდესაც შენი წვალებით შექმნილი ღვინო ექსპორტზე გადის და ხალხს მოსწონს. სამწუხაროდ, ბევრ ქვეყანაში არ იყიდება, ჯერჯერობით, მხოლოდ ნიდერლანდებში.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

მცირე მევენახე-მეღვინეების რაოდენობის ზრდა და ამაზე მიბმული ღვინის ტურიზმის განვითარება აუცილებელია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხარისხიანი ქვევრის წარმოება. მევენახეთა განათლების დონის ამაღლება, განსაკუთრებით პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით. საქართველოში მაღაზიებთან ურთიერთობის კარგი გამოცდილება არ გვაქვს, პროდუქციის გაყიდვის კუთხით. სანამ ღვინის ბარი სულ არ გაყიდის შენს ღვინოს, იქამდე თანხას ფაქტობრივად ვერ იღებ. ეს, განსაკუთრებით მცირე მარნებს, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

შესაცვლელია ღვინის მოხმარების კულტურა. სამწუხაროდ, საქართველოში ბოთლის ღვინის ადგილობრივი მომხმარებელი ძალიან ცოტაა. შაქრიანი ღვინის მოხმარებაც დიდი პრობლემაა.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

ჩემი გამოცდილებით, აუცილებელია ყოველდღიური განვითარება, რომელიც  სწავლას და შრომას ეფუძნება! ამ საქმიანობას დისტანციიდან მართვა არ უხდება. მხვდებიან ადამიანები, რომლებიც ვაზის გაშენებასა და მეღვინეობას „რომანტიკულად“ უყურებენ, რაც წარუმატებლობის მომტანი ხდება ხოლმე.

მარნის მისამართი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ხორნაბუჯი

ტელეფონი: 577 410 806; 591 996 516

ელფოსტა: danowinery@gmail.com

ვებ/ფეისბუკ გვერდი: danowinery

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.