რამდენად სასარგებლოა ღვინო ბავშვის ორგანიზმისთვის, რომელი დაავადებების დროს და როგორ შეიძლება მისი გამოყენება? ამ და სხვა კითხვებზე ექიმი ფიტოთერაპევტი დავით ვაშაძე გვიპასუხებს:
- ყურძნის ღვინო მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით. იგი სასარგებლოა ნივთიერებათა და მარილოვანი ცვლის გასაუმჯობესებლად. მასში შემავალი ნივთიერებები ხელს უწყობს ნახშირწყლოვან, აზოტისა და მინერალურ ცვლას, ზრდის ორგანიზმის ტონუსს, აქვს შარდმდენი, ანტისტრესული, ბაქტერიციდული და ანტიალერგიული მოქმედება. აქედან გამომდინარე, ღვინო, თუ ზომიერად გამოვიყენებთ, სასარგებლოა როგორც მოზრდილთათვის, ისე ბავშვებისთვის. საგანგებოდ გამოვყოფდი ყურძნის ღვინის თვისებას - გაზარდოს ორგანიზმის წინააღმდეგობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
დადგენილია, რომ კუჭში მოხვედრილი სისხლის თეთრი სხეულები ღვინის თანაარსებობის შემთხვევაში ტოქსიკურ (ვირუსულ) ბარიერს უფრო იოლად ლახავენ. თანამედროვე მეცნიერები ადასტურებენ ასევე ღვინის ბაქტერიოლოგიურ და ანტივისურულ მოქმედებას ა ჰეპატიტისა და გრიპის ხუთი ცნობილი ვირუსის მიმართ. წითელი ღვინო მარგებელია ანგინის, ხოლო მშრალი შამპანური - რევმატიზმის დროს. ეს დასკვნა ფრანგ მედიკოსებს ეკუთვნით. გარდა ამისა, ისინი ადასტურებენ, რომ მიკრობებით დაბინძურებული წყალი სასმელად საშიში აღარ იქნება, თუ იმავე ოდენობის (1:1) წითელ ღვინოს დავუმატებთ. წითელი ღვინის შემადგენლობაში შემავალი ტანინები ბაქტერიებს სპობს.
- რა ოდენობით მივიღოთ ღვინო სამკურნალო ეფექტისთვის?
- ამ მიმართულებით ყველაზე ავტორიტეტული გამოკვლევა დანიაში ჩატარდა. მისი შედეგების თანახმად, იმ ქალებს შორის, რომლებიც სადილზე 150 მლ მშრალ წითელ ღვინოს სვამენ, სიკვდილიანობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მათ შორის, ვინც ღვინოს საერთოდ არ ეკარება. მამაკაცებისათვის კი ოპტიმალური ოდენობა 300მლ-ია. გარდა ამისა, ღვინის ზომიერი მიღება 30%-ით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობას - წითელი ღვინო შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც სისხლძარღვებს ცუდი ქოლესტერინისგან წმენდს. თუმცა შორს ვართ იმ აზრისგან, რომ მომავალში გულ-სისხლძარღვთა ან ჰიპერტონიული დაავადებების თავიდან აცილების მიზნით ბავშვებს ყოველდღიურად ვასვათ წითელი ღვინო, თუნდაც 1 სადილის კოვზი.
- როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი ღვინოს ითხოვს?
- ეს კატეგორიული წინააღმდეგობის საფუძველი არ არის. შეგიძლიათ, მისცეთ ცოტაოდენი წყალგარეული ღვინო, ოღონდ ამას სისტემატური ხასიათი არ უნდა მიეცეს! უმჯობესია, ღვინის მაგივრად ბავშვს ყურძნის ან ღვინის მსგავსი შეფერილობის სხვა ხილის წვენი დაალევინოთ. თუ პატარა მეტისმეტად გაჭირვეულდა, შეიძლება უკიდურესი ზომის მიღებაც - ღვინოში უსიამოვნო გემოს მქონე პროდუქტის (მაგალითად, მდოგვის) დამატება. არა მგონია, მისი დაგემოვნების შემდეგ ბავშვმა ღვინო კიდევ მოითხოვოს.
- რომელი დაავადებების დროს შეიძლება ღვინის გამოყენება?
ბავშვებისთვის წითელი მშრალი ღვინო დასაშვებია:
კუჭის აშლილობისას - საფერავი, კაბერნე;
ანემიის დროს - 2 სადილის კოვზი წითელი ღვინო დღეში;
ავიტამინოზის დროს - ნებისმიერი ნატურალური ღვინო;
გრიპის, ბრონქიტის, პნევმონიის დროს - ცხელი წითელი ღვინო, დამტკბარი შაქრით ან თაფლით;
ტუბერკულოზის დროს - წითელი ღვინო.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მედიკამენტურ მკურნალობაზე უარი ვთქვათ.
- აქვს თუ არა მნიშვნელობა, როდის მიიღებს ბავშვი ღვინოს - ჭამამდე თუ ჭამის დროს?
- მშრალ ღვინოს მაქსიმალური სარგებლობა მოაქვს, თუ მას ჭამამდე დავლევთ. კიდევ ერთი: სამკურნალოდ არ გამოიყენოთ იზაბელა და ნოა (თეთრი იზაბელა). ამ ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინის დუღილისას ორგანიზმში გამოიყოფა არა მარტო ეთანოლი, არამედ მეთანოლიც, რომელიც საწამლავია. პედიატრიულ პრაქტიკაში ღვინო უპირატესად გარეგანი დანიშნულებით გამოიყენება. წყალში განზავებული ღვინის ძმარი და არაყი უებარია მაღალი ტემპერატურის დროს. ასეთ ხსნარში დასველებული საფენები და წინდები სისხლძარღვების გაფართოების გზით ხელს უწყობს ორგანიზმიდან სითბოს გაცემას და ამ გზით ტემპერატურის ნორმალიზებას. დასასრულ, შეგახსენებთ, რომ ანემიის დროს გადადუღებულ წითელ ღვინოს ანტიოქსიდანტური თვისებების გამო უნიშნავენ და არა ჰემოპოეზის (სისხლწარმოქმნის) სტიმულაციის მიზნით. ის ანემიის მკურნალობისას დამხმარე საშუალებად ითვლება და შეიძლება დაინიშნოს ძირითად ანტიანემიურ პრეპარატებთან ერთად, ისიც - მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
© mkurnali.ge
თქვენი კომენტარი