Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფინური თევზის სუპი

საჭირო მასალა: 400 გ წითელი თევზი, 2 ცალი კარტოფილი, 1 თავი ხახვი, 50 გ კარაქი, 1 ჭიქა ნაღები, 1/4 ჭიქა დაკეპილი კამა, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, 5-6 ცალი ბაჰარი, პილპილი და მარილი გემოვნებით.

მომზადება: თევზისაგან მოვხარშოთ ბულიონი პილპილის, ბაჰარის, დაფნის ფოთლისა და მარილის დამატებით. ამოვიღოთ თევზი, მოვაცილოთ კანი და ფხები, შემდეგ კი დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ და კარაქში მოვშუშოთ. ბულიონში მოვათავსოთ დაჭრილი კარტოფილი და მოვხარშოთ, ჩავუმატოთ მოშუშული ხახვი, ნაღები, შეგრილებული თევზის ნაჭრები, კამა და როცა მოდუღებამდე მივა, ცეცხლიდან გადმოვდგათ.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული