Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პოლონური ღვინის ტურიზმი

პოლონეთში, კარპატისპირეთში გაშენებული 70-მდე მარანი მზად არის დამთვალიერებელი მიიღოს, თუმცა სულ რაღაც ორი წლის წინ მხოლოდ 10-მდე მარანს თუ შეეძლო ტურისტების მასპინძლობა. პოლონეთში ენოტურიზმი სწრაფი ტემპით ვითარდება და ადგილობრივი მარნების გასაცნობად ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის. მასპინძლები სტუმრებს ძირითადად თავიანთი მარნების დათვალიერებას, ყურძნისა და ღვინის შესახებ საინტერესო ინფორმაციის მოსმენას და სასმელის დაგემოვნებას სთავაზობენ. მსურველებს შეუძლიათ ადგილზევე მიირთვან გემრიელი ვახშამი და ღამეც ვენახით გარშემორტყმულ სასტუმროში გაათიონ. დღეს ამ მხარეში დაახლოებით 150-მდე ღვინის საწარმო ფუნქციონირებს და ძირითადად რამდენიმე ჯიშის ყურძენი მოჰყავთ: Seyval Blanc, Marechal Foch და Leon Millot. მევენახეობა და მეღვინეობა სამხრეთ პოლონეთში X-XI საუკუნეში აღმოცენდა. თუმცა, XVI-XVII საუკუნეებში პოლონურმა ღვინომ უნგრულს კონკურენცია ვერ გაუწია და ამ დარგის განვითარება შეფერხდა. კარპატების მთისწინეთის ზოლში მეღვინეობა მხოლოდ გასული საუკუნის 80-იან წლებში აღორძინდა.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული