Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სუპ-რაგუ

საჭირო მასალა: 250 გ ხორცის ფარში, 2-3 ცალი პამიდორი, 1 თავი ხახვი, 3 კბილი ნიორი, 1 ცალი ტკბილი წიწაკა, 2 ცალი კარტოფილი, 1 ცალი პატარა მჟავე ვაშლი, 0,5 ლ ცხელი წყალი, 1 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი დავჭრათ წვრილად. ნიორი დავჭყლიტოთ. ქვაბში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. პამიდორს გავაცალოთ კანი და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. წიწაკას ამოვაცალოთ თესლი და ისიც მსხვილად დავჭრათ. ბოსტნეული დავუმატოთ ხახვსა და ნიორს, დავასხათ 100 მლ წყალი, დავუწიოთ ცეცხლს და ვშუშოთ. ცალკე ტაფაზე ნახევრად მოვშუშოთ ფარში, შევანელოთ მარილითა და წიწაკით. ფარში დავუმატოთ მოშუშულ ბოსტნეულს წყალთან, პატარა კუბებად დაჭრილ კარტოფილთან და ვაშლთან ერთად. როდესაც ბოსტნეული მოიხარშება, წვნიანი მზად იქნება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.