ფოტო: ირაკლი გედენიძე
თბილისს ცნობილი ფრანგი ენოლოგი, მიშელ როლანი სტუმრობს. როლანი საქართველოში „ასკანელი ძმების“ მოწვევით ჩამოვიდა და მისი ვიზიტი კომპანიის პროფესიონალურ კონსულტირებას ისახავს მიზნად.
მიშელ როლანი, ძირითადად, ბორდოში მოღვაწეობს, თუმცა მისი კონსულტაციებით სარგებლობს არამხოლოდ საფრანგეთის, არამედ მსოფლიოს არაერთი მეღვინეობა, განსაკუთრებით ახალბედა მარნები. მას დამწყები კომპანიებისთვის წარმატების მოპოვებაში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მის მიერ კონსულტირებული ბრენდების ხელწერა და ძირითადი ტრენდია მუხის ზეგავლენა და ხილის არომატები.
როლანი ესტუმრა ასკანელი ძმების ვენახებს ყვარლის მუნიციპალიტეტში და კომპანიის საწარმოს დედაქალაქში, სადაც გაეცნო აქაურ წარმოების ტექნოლოგიას და დააგემოვნა კომპანიის რამდენიმე დასახელების ღვინო. ის შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ლევან დავითაშვილსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს, გიორგი სამანიშვილს.
მიშელ როლანი საქართველოს დღეს დატოვებს.
საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი.
თქვენი კომენტარი