Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

1,5 მილიონი ბოთლისგან აშენებული ბუდისტური ტაძარი

ტაილანდში, ქალაქ Khun Khan-ში ბუდისტური ტაძარი Wat Pa Maha Chedi Kaew დგას, რომლის მსგავსსაც მსოფლიოში ვერსად ნახავთ. ტაძარი თითქოს არაფრით გამოირჩევა - ხალხი აქაც ლოცვისა და განმარტოებისთვის მოდის, მაგრამ ყურადღებას ერთი უნიკალური რამ იქცევს: ტაძარი ჰეინეკენისა და Chang-ის (ტაილანდური ლუდი) 1,5 მილიონი ბოთლისაგან არის აგებული. ბოთლებით არის აშენებული არა მხოლოდ კედლები და სახურავი, არამედ თავად ბუდას ქანდაკება და მოზაიკაც კი. ამიტომ არავის გაჰკვირვებია, როცა ტაძარს Wat Lan Kuad ანუ მილიონი ბოთლის ტაძარი დაარქვეს. ასეთი სალოცავის აშენდების იდეა ბუდისტ ბერებს 1984 წელს გაუჩნდათ, როცა ისინი ცარიელ ბოთლებს აგროვებდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ ბოთლების გარეცხვა ძალიან იოლი იყო, ფერს დიდხანს ინარჩუნებდნენ და გარშემოც საოცრად თბილ განათებას აფრქვევდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ბუდისტი ბერები ლუდს არ სვამენ, მათ ლკოჰოლის მიღება ეკრძალებათ, ტაძრის სამშენებლო მასალად მხოლოდ მნახველთა მიერ გადაყრილი ბოთლები გამოიყენეს.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული